ქ. ბორჯომის მიწათსარგებლობის გეგმის და საკადასტრო რუკის დამტკიცების შესახებ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2008 წლის 6 თებერვლის N7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ქ. ბორჯომის მიწათსარგებლობის გეგმის და საკადასტრო რუკის დამტკიცების შესახებ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2008 წლის 6 თებერვლის N7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 16
დოკუმენტის მიმღები ბორჯომის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 15/07/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/07/2016
სარეგისტრაციო კოდი 370040000.35.139.016224
16
15/07/2016
ვებგვერდი, 22/07/2016
370040000.35.139.016224
ქ. ბორჯომის მიწათსარგებლობის გეგმის და საკადასტრო რუკის დამტკიცების შესახებ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2008 წლის 6 თებერვლის N7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ბორჯომის მუნიციპალიტეტი
 

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №16

2016 წლის 15 ივლისი

ქ. ბორჯომი

 

„ქ. ბორჯომის მიწათსარგებლობის გეგმის და საკადასტრო რუკის დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2008 წლის 6 თებერვლის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულომ  დაადგინა:

 


მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ქალაქ ბორჯომის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის და საკადასტრო რუკის დამტკიცების შესახებ" ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2008  წლის 6 თებერვლის №7 დადგენილებაში (ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრციის კოდი 330.090.020.35.139.001.545,19.02.2008) და
1. დადგენილებით დამტკიცებული – ქალაქ ბორჯომის მიწათსარგებლობის გეგმის არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი 64.23.01.574)  ნაწილში  რეკრეაციული ზონა (რზ) შეიცვალოს საცხოვრებელი ზონა-3 (სზ -3) ფუნქციით (დანართი თან ერთვის).
2. დადგენილებით დამტკიცებული – ქალაქ ბორჯომის მიწათსარგებლობის გეგმის არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის  (საკადასტრო კოდი 64.03.15.270)  ნაწილში რეკრეაციული ზონა (რზ) შეიცვალოს საცხოვრებელი ზონა-3 (სზ -3) ფუნქციით.
3. დადგენილებით დამტკიცებული – ქალაქ ბორჯომის მიწათსარგებლობის გეგმის  არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის  (საკადასტრო კოდი 64.23.01.597,  64.23.01.104)  ნაწილში რეკრეაციული ზონა (რზ) შეიცვალოს საცხოვრებელი ზონა-3 (სზ -3) ფუნქციით.
4. დადგენილებით დამტკიცებული – ქალაქ ბორჯომის მიწათსარგებლობის გეგმის არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის  (საკადასტრო კოდი 64.23.02.035)  ნაწილში საცხოვრებელი ზონა-3 (სზ-3) შეიცვალოს რეკრეაციული ზონა (რზ) ფუნქციით.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეზაზა ჩაჩანიძე