დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „კასპის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 20 ნოემბრის №35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 20 |
| დოკუმენტის მიმღები | კასპის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 15/07/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/07/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.149.016292 |
|
„კასპის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 20 ნოემბრის №35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„კასპის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 20 ნოემბრის №35 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 20/11/2015, 190020020.35.149.016267) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) დადგენილების 1-ლი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
ბ) დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობების, გადასახდელების და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
გ) დადგენილების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3. კასპის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 12532,2 ათასი ლარის ოდენობით:
დ) დადგენილების მე 4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 4. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის გადასახადები 2827.7 ათასი ლარის ოდენობით:
ე) დადგენილების მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 6. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 1425.4 ათასი ლარის ოდენობით:
ვ) დადგენილების მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 7. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 7545.0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ზ) დადგენილების მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 7596.3 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: ა) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 7696,3 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ბ) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 100,0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
თ) დადგენილების მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 9. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
ი) დადგენილების მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ.ბ) საკანალიზაციო სისტემების მოწყობა და რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 02 03) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ქალაქ კასპში მიკრორაიონში რკინაბეტონის ბინასთან საკანალიზაციო ქსელის მოწყობის სამუშაოები. ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან კასპის მუნიციპალიტეტში 2016 წელს განხორციელდეს პროექტები და მისი თანადაფინანსება ადგილობრივი ბიუჯეტით: ქალაქ კასპში საკანალიზაციო ცენტრალური ქსელის რეაბილიტაცია და დარჩენილ ქუჩებზე ქსელის მოწყობის II ეტაპი (თაყაიშვილის, ჭონქაძის, ჯავახიშვილის, თავისუფლების, კოტეტიშვილის, გრიშაშვილის, კოჯრის, შარიფაშვილის, გორგასალის, და მათთან მიმდებარე ჩიხების) სამუშაოების. ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ადგილობრივი ბიუჯეტით ქალაქ კასპში კრწანისის ქუჩაზე საკანალიზაციო ქსელის მოწყობის სამუშაოები. კ) დადგენილების მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ.დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ.დ) წყლის სისტემის რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 05) ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება მუნიციპალიტეტის სოფლებში სასმელი წყლის მიწოდებაზე დახარჯული ელექტროენერგიის ღირებულება; განხორციელდება შპს ,,სოფლის წყალის“ სუბსიდირება. ქვეპროგრამის ფარგლებში დასრულდება სოფელ ნიგოზაში და სოფელ ჩობალაურში სასმელი წყლის ქსელის რეაბილიტაციის, სატუმბი სადგურის მოწყობის, სოფელ სამთავისში არსებული სადგურის რეკონსტრუქციის და გამრიცხველიანების სამუშაოები. ასევე განხორციელდება საპროექტო სამუშაოების წარმოება: სოფელ ქვემო ჭალის წყალსადენის რეაბილიტაციის, სადგურ მეტეხის სასმელი წყლით უზრუნველყოფისათვის სოფელ მეტეხში ,,ყავრიაანთ წყაროდან“ დებეტის გაზრდის, სოფელ ცხავერის სასმელი წყლის სათავე ნაგებობის და სისტემის მოწყობის, სოფელ წინარეხში ,,ფილაქნების“ სასმელი წყლის სათავე ნაგებობის მოწყობის სამუშაოები. ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია სოფელ დოესში ე.წ. ,,ნაკარვალის“ უბანში სასმელი წყლის ქსელის რეაბილიტაციის სამუშაოები. ლ) დადგენილების მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ.ა) ბაღებისა და სკვერების მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 03 01) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება არსებული სკვერებისა და ბაღების მოვლა, ახალი ხეების დარგვა და გამწვანების ზოლებში ყვავილებისა და სხვა დეკორატიული მცენარეების განაშენიანება. ქვეპროგრამის ფარგლებში კასპში მოეწყობა ორი სკვერი: რკინა-ბეტონის კორპუსთან მიმდებარედ და ჭავჭავაძის და რუსთაველის ქუჩის გადაკვეთაზე არსებული მრავალსართულიანი კორპუსების ეზოში. ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია სოფელ აღაიანში არსებულ სკვერში გმირების უკვდავსაყოფად მემორიალის მოწყობის სამუშაოები, ასევე გათვალისწინებულია შინდისის გმირების უკვდავსაყოფად მემორიალის მოწყობის სამუშაოების თანადაფინანსება.“; მ) დადგენილების მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 17. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით, თანდართული რედაქციით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები