„ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 36
დოკუმენტის მიმღები ბოლნისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 18/07/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/07/2016
ძალაში შესვლის თარიღი 03/07/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 22/11/2017
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.158.016308
36
18/07/2016
ვებგვერდი, 21/07/2016
010250020.35.158.016308
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ბოლნისის მუნიციპალიტეტი
 

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №36

2016 წლის 18 ივლისი

ქ. ბოლნისი

 

„ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე, 71-ე და 72-ე მუხლების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 და 24-ე მუხლების  საფუძველზე,  ბოლნისის  მუნიციპალიტეტის  საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №16 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 17/07//2014, 010250020.35.158.016161) დამტკიცებულ  დანართი   №1-ში  შევიდეს  შემდეგი  ცვლილება:

1. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს „ თ1“ ქვეპუნქტი  და   ჩამოყალიბდეს  შემდეგი  რედაქციით:

„თ1) მიმართავს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს,  შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში სამედიცინო დაწესებულების გარეთ დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობის გაცემის უფლებამოსილების მქონე პირის დახმარების გარეშე ბავშვის დაბადების, პირის დაბადების რეგისტრაციის არარსებობის, აგრეთვე პირის გარდაცვალების რეგისტრაციის თაობაზე.“ .

მუხლი 2
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ ბოლნისის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის 16  დადგენილებაში  ცვლილების შეტანის თაობაზე  ბოლნისის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 4 ივლისის  №33 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 04/07/2016, 010250020.35.158.016305 ).
მუხლი 3
დადგენილებას მიეცეს უკუძალა და ამოქმედდეს 2016 წლის  3 ივლისიდან.

 


ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ჟორჟოლიანი