„ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ივლისის N22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ივლისის N22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 15
დოკუმენტის მიმღები ბორჯომის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 15/07/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/07/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 07/03/2018
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.139.016223
15
15/07/2016
ვებგვერდი, 22/07/2016
190020020.35.139.016223
„ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ივლისის N22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ბორჯომის მუნიციპალიტეტი
 

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №15

2016 წლის 15 ივლისი

ქ. ბორჯომი

 

„ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ივლისის N22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დ ა ა დ გ ი ნ ა :

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალტიეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ივლისის N22 დადგენილებაში (ვებგვერდი, 22/07/2014 სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.139.016138)
დებულების 141 მუხლს დაემატოს 11 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

11. ადმინისტრაციული ერთეულის სამოქმედო ტერიტორიაზე, მუნიციპალიტეტისათვის სახელმწიფოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსთვის მიმართვის ვალდებულება:

ა) სამედიცინო დაწესებულების გარეთ ბავშვის დაბადების შესახებ, სამედიცინო ცნობის გაცემის უფლებამოსილების მქონე პირის დახმარების გარეშე;
ბ) პირის გარდაცვალების რეგისტრაციის თაობაზე, – პირის გარდაცვალების თაობაზე შეტყობიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;
გ) ,,ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შესრულებას ახდენენ შესაბამისი ოქმის შედგენით და მისი წარდგენით სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეზაზა ჩაჩანიძე