დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსების მიზნით ჯილდოს გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 იანვრის №6 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 28 |
| დოკუმენტის მიმღები | საჩხერის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 15/07/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/07/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.130.016203 |
|
,,საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსების მიზნით ჯილდოს გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 იანვრის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
,,საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსების მიზნით ჯილდოს გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 იანვრის №6 დადგენილებაში (სსმ, 04/02/2016; სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.130.016181) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
1.
დადგენილებით დამტკიცებულ „საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსების მიზნით ჯილდოს გაცემის წესის" მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ე1“ და ,,ე2“ ქვეპუნქტები:
„ე1) საქართველოს ჩემპიონატი ახალგაზრდებში: I ადგილი - 400 ლარი, II ადგილი - 300 ლარი, III ადგილი - 200 ლარი; ე2) საქართველოს ჩემპიონატი ჭაბუკებში: I ადგილი - 300 ლარი, II ადგილი- 200 ლარი, III ადგილი - 150 ლარი“. |
2.
დადგენილებით დამტკიცებული „საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსების მიზნით ჯილდოს გაცემის წესის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,კ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,კ1“ და ,,კ2“ ქვეპუნქტები:
„კ1) ევროპის ჩემპიონატი ახალგაზრდებში: I ადგილი - 1200 ლარი, II ადგილი - 900 ლარი, III ადგილი - 700 ლარი; კ2) ევროპის ჩემპიონატი ჭაბუკებში: I ადგილი - 800 ლარი, II ადგილი - 600 ლარი, III ადგილი - 400 ლარი." |
3.
დადგენილებით დამტკიცებულ „საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსების მიზნით ჯილდოს გაცემის წესის" მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,პ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,პ1“ ქვეპუნქტი:
„პ1) მსოფლიო ჩემპიონატი ჭაბუკებში: I ადგილი - 1000 ლარი, II ადგილი - 800 ლარი, III ადგილი - 600 ლარი“. |
4.
დადგენილებით დამტკიცებულ „საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსების მიზნით ჯილდოს გაცემის წესის" მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ს) საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ დამტკიცებული სპორტული ღონისძიებების კალენდარული გეგმით სპორტულ შეჯიბრებებში მიღწეული შედეგებისათვის სპორტსმენზე განსაზღვრული ერთი უმაღლესი საპრემიო თანხის 50% გაიცემა გამარჯვებული სპორტსმენების პირად მწვრთნელებზე. ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებში, ოლიმპიადაში წარმატებულ სპორტსმენთა პირველ მწვრთნელებზე კი ამ სპორტსმენებისათვის განსაზღვრული თანხების 30%.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები