"უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" საქართველოს რესპუბლიკის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
"უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" საქართველოს რესპუბლიკის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 928
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 16/10/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 44, 11/11/1997
ძალის დაკარგვის თარიღი 01/06/2006
სარეგისტრაციო კოდი 010.120.000.05.001.000.250
  • Word
928
16/10/1997
პარლამენტის უწყებანი, 44, 11/11/1997
010.120.000.05.001.000.250
"უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" საქართველოს რესპუბლიკის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. „უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის 1993 წლის 3 ივნისის კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1993 წ., №8, მუხ. 127) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. კანონის სათაურსა და ტექსტში სიტყვები „საქართველოს რესპუბლიკა” შეიცვალოს სიტყვით “საქართველო”.

2. მე-5 მუხლის პირველ აბზაცში სიტყვები „მინისტრთა კაბინეტის მიერ” შეიცვალოს სიტყვით “კანონმდებლობით”, ხოლო მე-2 აბზაცის „ვ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) საქართველოში იმყოფება საქართველოს სახელმწიფო ინტერესების შესაბამისად”.

3. მე-6 მუხლის პირველ აბზაცში სიტყვები „თავშესაფრის უფლებას” შეიცვალოს სიტყვით „თავშესაფარს”, ხოლო მე-3 აბზაცში სიტყვები „სახელმწიფოს მეთაური” – სიტყვით „პრეზიდენტი”.

4. 27-ე მუხლში სიტყვები „მინისტრთა კაბინეტი” შეიცვალოს სიტყვით „კანონმდებლობა”.

5. 29-ე მუხლის მე-2 აბზაციდან ამოღებულ იქნეს სიტყვა „პროკურატურის”.

6. თუ მუხლი შედგება რამდენიმე აბზაცისაგან, ისინი დაინომროს თანამიმდევრობით, არაბული ციფრებით, პუნქტებად, ხოლო პუნქტების აბზაცების თანამიმდევრობა აღინიშნოს ანბანის მიხედვით და ჩაითვალოს ქვეპუნქტებად.

II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

1997 წლის 16 ოქტომბერი.

№928-Iს