„მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის N18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის N18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 18
დოკუმენტის მიმღები მარნეულის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 14/07/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/07/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 24/11/2017
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.159.016242
18
14/07/2016
ვებგვერდი, 21/07/2016
010250050.35.159.016242
„მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის N18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მარნეულის მუნიციპალიტეტი
 

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №18

2016 წლის 14 ივლისი

ქ. მარნეული

 

„მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ბ“ პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის, ,,სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის, მე-4 პუნქტის, 71-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ქვეპუნქტის,  72-ე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტის და  მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის „მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ №18 დადგენილების (www.matsne.gov.ge; 010250050.35.159.016150;18/07/2014წ) დანართ 1-ში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. მე–15 მუხლის მე–3 პუნქტს დაემატოს,, ჟ1“ ქვეპუნქტი:

„ჟ1. ახორციელებს ბავშვის, სამედიცინო დაწესებულების გარეთ სამედიცინო ცნობის გაცემის უფლებამოსილების მქონე პირის დახმარების გარეშე, დაბადების ფაქტის შეტყობიდან 1 თვის ვადაში სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსათვის ინფორმაციის მიწოდებას;“.

2. მე–15 მუხლის მე–3 პუნქტს  დაემატოს ,,ჟ2“  ქვეპუნქტი:

,,ჟ2. ახორციელებს პირის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციის შეტყობიდან 5 სამუშაო დღის ვადაში საკმარისი და უტყუარი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში ოქმის შედგენას და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსათვის ინფორმაციის მიწოდებას;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2016 წლის 1 ივლისიდან წარმოშობილ სამართლებრივი ურთიერთობებზე.

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენაბი აბდულაევი