დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 თებერვლის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 21 |
| დოკუმენტის მიმღები | ბაღდათის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 15/07/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/07/2016 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 06/03/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.124.016207 |
|
„ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 თებერვლის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 თებერვლის №16 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge; 05/03/2015; სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.124.016132) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსის, სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამსახურის მოხელეებისაგან.“. 2. დებულების მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 და 42 პუნქტები: ა) „41 გამგეობის სამართლებრივი მომსახურება; ბ) 42 მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენელთა საქმიანობის კოორდინაცია;“. 3. დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) მომსახურების განყოფილება; ბ) იურიდიული განყოფილება; გ) წარმომადგენლების კოორდინაციის განყოფილება. 4. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 მუხლი: „მუხლი 41 .იურიდიული განყოფილების ძირითადი ფუნქციები იურიდიული განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) გამგეობის სამართლებრივ მომსახურებას; ბ) ორგანიზებას უწევს გამგეობის და მისი თანამდებობის პირების საქმიანობას, სამართლებრივ უზრუნველყოფას; გ) ახორციელებს გამგეობის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას, სამართლებრივ ექსპერტიზასა და მათ ვიზირებას; დ) აწარმოებს სამსახურში მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და სხვა დოკუმენტების (ასევე დოკუმენტების პროექტების)ანალიზს და განაზოგადებს წინადადებებს მათი სრულყოფის თაობაზე; ე) წარმოადგენს გამგეობას სასამართლო ორგანოებში, სახელმწიფო ორგანოებთან და მესამე(ფიზიკურ და იურიდიულ) პირებთან ურთიერთობისას; ვ) გამგეობაში შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტების, გარიგებების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმებისა და სხვა დოკუმენტების სამართლებრივ ექსპერტიზასა და მათ ვიზირებას.“. 5. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 42 მუხლი: „მუხლი 42. წარმომადგენლების კოორდინაციის განყოფილების ძირითადი ფუნქციები წარმომადგენლების კოორდინაციის განყოფილების ძირითადი ფუნქციებია: ა) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენელთა საქმიანობის კოორდინაცია; ბ) წარმომადგენლთა საქმიანობის ხელშეწყობა, მათ საქმიანობაში მართვის ეფექტიანი და გამჭვირვალე სტილის დამკვიდრება; გ) ამზადებს და ორგანიზებას უწევს მუნიციპალიტეტის გამგებელთან წარმომადგენელთა შეხვედრების თათბირებს; დ) აკონტროლებს და გამგებელს წარუდგენს ინფორმაციას ადმინისტრაციულ ერთეულში მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებათა შესრულების მიმდინარეობის შესახებ; ე) შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელთან ერთად ორგანიზებას უწევს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობისათვის ბიუჯეტის პროექტის გაცნობას და საჯარო განხილვას; ვ) აკონტროლებს ადმინისტრაციულ ერთეულში სოფლის მხარდამჭერი პროგრამების ადგილობრივი ბიუჯეტიდან, სხვა ფონდებიდან და ინვესტიციებით დაფინანსებული მიზნობრივი პროგრამების განხორციელების მიმდინარეობას. უზრუნველყოფს გამგებლისათვისა შესაბამისის ინფორმაციის მიწოდებას; ზ) კოორდინაციას უწევს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების, ტერიტორიის კეთილმოწყობის და საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამების მომზადებას; თ) გამგებლის წარმომადგენლებთან ერთად ორგანიზებას უწევს „სოფლის მხარდამჭერი პროგრამების“ განხორციელების მიზნით მოსახლეობის გამოკითხვას და საერთო კრებების მომზადებასა და ჩატარებას, აანალიზებს მიღებულ გადაწყვეტილებებს და სათანადო ინფორმაციას წარუდგენს გამგებელს; ი) გამგებლის წარმომადგენლებს უწევს მეთოდურ დახმარებას მათზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების ჯეროვნად შესრულებისათვის.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები