დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,მარნეულის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015წლის 25 დეკემბრის №44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 17 |
| დოკუმენტის მიმღები | მარნეულის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 14/07/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/07/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.159.016241 |
|
,,მარნეულის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის №44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
,,მარნეულის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის №44 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30.12.2015; სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.159.016222) შევიდეს შემდეგი ცვლილება: |
1.
ბიუჯეტის №1 დანართის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი
“. | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
2.
ბიუჯეტის №1 დანართის მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება
“. | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
3.
ბიუჯეტის №1 დანართის მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები
“. | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
4.
ბიუჯეტის №1 დანართის მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები“
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
5.
ბიუჯეტის №1 დანართის მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები
“. | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
6.
ბიუჯეტის №1 დანართის მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება; |
ა)
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა
|
ბ)
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება
“. |
7.
ბიუჯეტის №1 დანართის მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 9. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია
“. |
8.
ბიუჯეტის №1 დანართის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მარნეულის მუნიციპალიტეტში არსებული რეაბილიტირებული ცენტრალური გზების მდგომარეობის შენარჩუნება და მეორე მნიშვნელობის გზებისა და შიდა კვარტალური მისასვლელი გზების რეაბილიტაცია, კერძოდ ქ.მარნეულში და სოფლებში: ყიზილაჯლო, თაქალო, ქუთლიარი,ალგეთი, სადახლოს სადგური, საიმერლო, წერეთელი, აღმამედლო, ბეგლიარი, წერაქვი, ჯანხოში, სიონი,ალავარი,ნორგიული,ყუდრო და სხვა. აგრეთვე დაგეგმილია სოფელ ლეჟბადინში ხიდის მშენებლობა. დაგეგმილია სოფლებში: სადახლო, კაჩაგანი, თაქალო, კაპანახჩი, შაუმიანი, ალგეთი, თამარისი, ქუთლიარი, პირველი ქესალო, გზების სარეაბილიტაციოდ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 იანვრის №34 განკარგულებით, „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისთვის თანხის გამოყოფის შესახებ“ მიღებული ტრანსფერის ნაშთი – 7,1 ათასი ლარი – მოხმარდება სოფელ შაუმიანში ხიდის რეაბილიტაციას. საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის, მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მარნეულის მუნიციპალიტეტისათვის გამოსაყოფი თანხების თანადაფინანსება გათვალისწინებული იქნება პროექტების შესაბამისად სულ 204.9 ათასი ლარი, მათ შორის: სოფელ თაქალოს შიდა გზების რეაბილიტაციაზე – 64.4 ათასი ლარი, სოფელ კასუმლოსთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციაზე – 20,0 ათასი ლარი, სოფელ დამია–გეურარხის შიდა გზების რეაბილიტაციაზე – 20,0 ათასი ლარი, სოფელ თამარისის შიდა გზების რეაბილიტაციაზე – 25,0 ათასი ლარი, სოფელ ყიზილაჯლოს შიდა გზების რეაბილიტაციაზე – 50.8 ათასი ლარი, სოფელ ქუთლიარის შიდა გზების რეაბილიტაციაზე – 24.8 ათასი ლარი. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 2 ივნისის №980 განკარგულებით, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 4 თებერვლის №175 განკარგულებაში, „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისთვის თანხის გამოყოფის შესახებ“ შეტანილი ცვლილების თანახმად, მარნეულის მუნიციპალიტეტისათვის გზების რეაბილიტაციაზე გამოყოფილი ტრანსფერი – 2651,2 ათასი ლარი – მოხმარდება შემდეგი პროექტების განხორციელებას: 375,9 ათასი ლარი – სოფელ კასუმლოსთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციას; 374,6 ათასი ლარი – სოფელ დამია-გეურარხის შიდა გზების რეაბილიტაციას; 371,3 ათასი ლარი – სოფელ თამარისის შიდა გზების რეაბილიტაციას. 380,0 ათასი ლარი – სოფელ თაქალოს შიდა გზების რეაბილიტაციას. 389,4 ათასი ლარი – სოფელ ქუთლიარში შიდა გზების რეაბილიტაციას. 760,0 ათასი ლარი – სოფელ ყიზილაჯლოში შიდა გზების რეაბილიტაციას. |
9.
ბიუჯეტის №1 დანართის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.გ“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ.გ) სარწყავი არხების და ნაპირსამაგრი ნაგებობების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიულ ორგანოებში და ქ.მარნეულში სარწყავი არხების გაწმენდა და რეაბილიტაცია, მოსახლეობის სარწყავი წყლით უზრუნველყოფის მიზნით. სოფელ პირველ ქესალოში დაგეგმილია სარწყავი წყლის ჭაბურღილის მოწყობა, სოფელ ზემოსარალში და წერეთელში სარწყავი სისტემის მოწყობა-რეაბილიტაცია, მდინარე ალგეთზე სოფელ იმირში და მეორე ქესალოში დაგეგმილია ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარება.“ |
10.
ბიუჯეტის №1 დანართის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.დ“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ.დ) საკანალიზაციო სისტემების მოწყობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია ქვეპროგრამის ფარგლებში მოხდება ქ. მარნეულში მრავალსართულიანი კორპუსების გარე საკანალიზაციო ქსელის მოწყობა-რეაბილიტაცია.“ |
11.
ბიუჯეტის №1 დანართის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ე“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ.ე) გარე განათების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია დღე-ღამის ნებისმიერ დროს მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის განათება, რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე განათების არსებული ქსელის ექსპლოატაცია და მიმდინარე რეაბილიტაცია, აგრეთვე ქ.მარნეულში და სოფლებში თაქალო, კაჩაგანი, კირაჩ-მუღანლო, ახალი დიოკნისი, საიმერლო, დოლისყანა, ქეშალო, მე-2 ქესალო, ალგეთი, საბირქენდი, თაზაქენდი, დიდი ბეგლიარი, პატარა ბეგლიარი, ნორგიული, დაშტაფა, წერაქვი, ქუთლიარი, ლეჯბადინი, დამია გეურარხი, ხულდარა, ხოჯორნი, ხიხანი, ცოფი, შაუმიანი, ახლოლალო და სხვა, გარე განათების ახალი ქსელის მოწყობა.“. |
12.
ბიუჯეტის №1 დანართის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) სოფლის ხელშეწყობის პროგრამის განხორციელება 2016 წლის ასიგნების ფარგლებში მოხდება „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 მარტის №506 განკარგულებით გამოყოფილი სპეციალური ტრანსფერის ნაშთის – 103,1ათასი ლარის წარმართვა ბიუჯეტის დანართი №2-ის შესაბამისად, კერძოდ: სოფლებში შიდა გზების სარეაბილიტაციოდ – 12,7 ათასი ლარი. წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციოდ – 36,1ათასილარი. სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით – 1,9 ათასი ლარი სარწყავი არხების სარეაბილიტაციოდ. სოფლებში გარე განათების მოწყობა, რეაბილიტაცისათვის – 51.6 ათასი ლარი. მოსახლეობის მოთხოვნების შესაბამისად სარიტუალო სახლის რეაბილიტაციაზე – 0.8 ათასი ლარი. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 19 თებერვლის №265 განკარგულებით „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისთვის თანხის გამოყოფის შესახებ“ გამოყოფილი ტრანსფერი – 2176,7 ათასი ლარი – მოხმარდება სოფლის ხელშეწყობის პროექტების განხორციელებას, ბიუჯეტის დანართი №3-ის შესაბამისად, კერძოდ: სოფლებში შიდა გზების სარეაბილიტაციოდ – 340,0 ათასი ლარი. წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციოდ – 518,6 ათასი ლარი. სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით – 328,2 ათასი ლარი სარწყავი არხების სარეაბილიტაციოდ. სავარგულების შემოღობვაზე 29,1 ათასი ლარი. სოფლებში გარე განათების მოწყობა, რეაბილიტაცისათვის – 622,4 ათასი ლარი. კეთილმოწყობაზე – 5,0 ათასი ლარი სკვერის მოსაწყობად, 10,9 ათასი ლარი მოსაცდელების მოსაწყობად – 8,8 ათასი ლარი – ახალგაზრდული ცენტრის მოსაწყობად. მოსახლეობის მოთხოვნების შესაბამისად სარიტუალო სახლის რეაბილიტაციაზე, სასაფლაოების შემოღობვაზე – 86,6 ათასი ლარი, სარიტუალო ინვენტარის შეძენაზე – 145,7 ათასი ლარი. სპორტული ობიექტების მოსაწყობად – 77,3 ათასი ლარი. კულტურის ობიექტების რეაბილიტაციაზე – 4,0 ათასი ლარი. 2016 წელს სოფლის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანადაფინანსების მიზნით 38,0 ათასი ლარი გამოყოფილია გარე განათების მოსაწყობად სოფლებში: სეიდიგოჯალო, ზემო სარალი, ხანჯიგაზლო, არაფლო, ბაითალო, კუშჩუ, აღმამედლო, იმირი, ახლომახმუდლო. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 მარტის №506 განკარგულებით, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ გამოყოფილი სპეციალური ტრანსფერიდან გამოუყენებელი და 2016 წელს უკან დაბრუნებული თანხით – 5,1 ათასი ლარით იგეგმება სოფელ კასუმლოში სასმელი წყლის მრიცხველების შეძენა და მონტაჟი.“. |
13.
ბიუჯეტის №1 დანართის მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 19. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები
“. | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები