“ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 13 ოქტომბრის №54 დადგენილებით დამტკიცებული „ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებაში“ ცვლილების შეტანის შესახებ

“ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 13 ოქტომბრის №54 დადგენილებით დამტკიცებული „ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებაში“ ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 20
დოკუმენტის მიმღები ბაღდათის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 15/07/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/07/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 06/03/2017
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.124.016206
20
15/07/2016
ვებგვერდი, 20/07/2016
010260020.35.124.016206
“ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 13 ოქტომბრის №54 დადგენილებით დამტკიცებული „ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებაში“ ცვლილების შეტანის შესახებ
ბაღდათის მუნიციპალიტეტი
 

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №20

2016 წლის 15 ივლისი

ქ. ბაღდათი

 

 

„ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 13 ოქტომბრის №54 დადგენილებით დამტკიცებული „ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებაში“ ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ვ“ და „ე.ვ1“ ქვეპუნქტების, „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, 71-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, მე-4 პუნქტის, 72-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ, საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტისა  და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 ნაწილის  შესაბამისად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
“ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 13 ოქტომბრის №54 დადგენილებით   (www.matsne.gov.ge; 13/10/2015; სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.124.016170) დამტკიცებულ „ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებაში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დებულების მე-6 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტის „ა.ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ვ) გამგეობის დებულებით დადგენილი წესით ახდენს გამგეობის თანამდებობის პირებისათვის უფლებამოსილებების დელეგირებას, გარდა ამ პუნქტის „ა.ა“-„ა.გ“, „ბ.ა“-„ბ.გ“, „დ.კ“, „ე.ვ“ და „ე.ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებებისა, აგრეთვე იმ უფლებამოსილებებისა, რომლებიც ამ კანონის შესაბამისად საკრებულოს მიერ დამტკიცებას ან თანხმობის მიცემას საჭიროებს; ახდენს გამგეობის თანამდებობის პირებისათვის ან სხვა მოხელეებისათვის უფლებამოსილების დელეგირებას კანონით/უფლებამოსილების დელეგირების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევაში;“ ;

ბ) მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე.ვ1“ ქვეპუნქტი:

„ე.ვ1) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში ან/და დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების (მათ შორის, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების) მიზნით ქმნის კომისიებს, რომელთა უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება კანონით/უფლებამოსილების დელეგირების შესახებ ხელშეკრულებით ან/და კანონის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.“ .

2. დებულების მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 7. გამგებლის მოადგილე

1. გამგებელს ჰყავს  მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.

2. გამგებლის  მოადგილე, ფუნქციათა განაწილების შესაბამისად, ხელმძღვანელობს გამგეობის  უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებულ დარგს, ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და გამგებლის  დავალებების შესრულებას, გამგეობის  დებულების შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს.

3. გამგებლის  მოადგილის თანამდებობრივი შეუთავსებლობის საკითხები წესრიგდება „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

4. გამგებლის  მოადგილეს უფლებამოსილება უჩერდება და უწყდება ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 56-ე მუხლის პირველი პუნქტითა და მე-2 პუნქტის „ა“−„ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, აგრეთვე ახალი გამგებლის  არჩევისას.

5. გამგებლის მოადგილეს უფლებამოსილება უწყდება აგრეთვე გამგებლის  მიერ თანამდებობიდან მისი გათავისუფლების შემთხვევაში. “.

3. მე-10 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4.  გამგეობის  სამსახურებია:

ა) ადმინისტრაციული სამსახური;

ბ) აუდიტის სამსახური;

გ) საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახური;

დ) ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახური;

ე) სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამსახური;

ვ) კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახური;

ზ) ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური;

თ) სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური.“.

4.  დებულების მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 11. გამგეობის სტრუქტურული ერთეულების ძირითადი  ფუნქციები

1. ადმინისტრაციული სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: გამგეობის სტრუქტურული ერთეულების მუშაობის კოორდინაციისათვის ხელშეწყობა, გამგეობის საქმისწარმოების, საკადრო საკითხთა, აგრეთვე გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და გამგეობის საქმიანობის ინფორმაციულ-ტექნოლოგიური უზრუნველყოფა, გამგეობის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა, გამგებლის წარმომადგენელთა საქმიანობის კოორდინაცია.

2. აუდიტის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის სრულყოფა, ფინანსების მართვის გაუმჯობესება, სახსრების, სხვა მატერიალური ფასეულობების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერების, მიზნობრიობის დაცვასა და ეფექტიანობის გაზრდის უზრუნველყოფა.

3. საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის მომზადების, მუნიციპალური პროგრამების საფინანსო გაანგარიშება-დასაბუთების, მიღებული ბიუჯეტის შესრულების, საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი, მიზანშეწონილი და ეფექტიანი გამოყენებისა და ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშგების უზრუნველყოფა, გამგეობაში მომზადებული საფინანსო დოკუმენტების ვიზირება, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შესყიდვების წლიური გეგმის პროექტის მომზადება, დამტკიცებული შესყიდვების წლიური გეგმის შესაბამისად, შესყიდვების მომზადება და განხორციელება.

4. ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების პროგრამების დაგეგმარება,  შემუშავება და მათი განხორციელება, მუნიციპალური ქონების აღრიცხვა, რეგისტრაცია, მართვა და ეფექტური გამოყენება.

5. სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, ასევე ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ დევნილთა და ვეტერანთა საქმეებზე მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება.

6. კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის განათლებისა და სკოლამდელი აღზრდის, კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა მუნიციპალური პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების უზრუნველყოფა.

7. ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კეთილმოწყობის სამუშაოთა დაგეგმვა და ორგანიზება, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კეთილმოწყობის სამუშაოთა დაგეგმვისა და ინფრასტრუქტურული პროექტების მომზადება-განხორციელება და შესაბამისი ადგილობრივი შესყიდვების განხორციელებისათვის წინადადებების მომზადების უზრუნველყოფა, მშენებლობაზე და არქიტექტურულ საქმიანობაზე ზედამხედველობის განხორციელება.

8. სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის საკითხებში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველყოფა.“.

4. დებულების მე-13 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ“ ქვეპუნქტი:

„მ) ვალდებულია, შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის ფარგლებში ბავშვის დაბადების რეგისტრაციის თაობაზე შეატყობინოს სამაოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი დაიბადა სამედიცინო დაწესებულების გარეთ, დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობის გაცემის უფლებამოსილების მქონე პირის დახმარების გარეშე;“;

ბ)  მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ“ ქვეპუნქტი:

„ნ) ვალდებულია, შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის ფარგლებში, პირის გარდაცვალების რეგიტრაციის თაობაზე შეატყობინოს სამოქალაქო აქტების რეგიტრაციის ორგანოს, პირის გარდაცვალების თაობაზე, შეტყობინებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში და წარმოადგინოს დადგენილი ფორმის წესით შევსებული ოქმი პირის გარდაცვალების შესახებ. პირის გარდაცვალების ფაქტზე, საკმარისი და უტყუარი ინფორმაციის არარსებობისას, რის გამოც ვერ ხერხდება ოქმის შევსება, ვალდხებულის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს პირის გარდაცვალების ფაქტის თაობაზე ოქმის შედგენის გარეშე შეატყობინოს;“;

გ)  მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო“ ქვეპუნქტი:

„ო) ადგენს მუნიციპალიტეტის შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის ფარგლებში პირის ცხოვრების ან/და კონკრეტულ დღეს ყოფნის ფაქტს;“;

დ) მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „პ“ ქვეპუნქტი:

„პ) საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე უტყუარად დგინდება მიწის ნაკვეტის ფაქტობრივი მდგომარეობა;“;

ე) მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჟ“ ქვეპუნქტი:

„ჟ) საჯარო სამართლის იურდიული პირი საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარუდგენს განცხადებას მიწის ნაკვეთზე დაინტერესებული პირის საკუთრების უფლების რეგიტრაციის შესახებ, თუ საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი გაცემულია ადმინისტრაციული ორგანოს/თანამდებობის პირის ან თვითმმართველობის (მუნიციპალიტეტის) ან/და მმართველობის ორგანოს მონაწილეობით. “.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგრიგოლ მაჩიტაძე