დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საჩხერის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის განსაზღვრის შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 ნოემბრის №40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 27 |
დოკუმენტის მიმღები | საჩხერის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 15/07/2016 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/07/2016 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2017 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.130.016202 |
|
,,საჩხერის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის განსაზღვრის შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 ნოემბრის №40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,დ.ა“ ქვეპუნქტის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტების საფუძველზე, საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
,,საჩხერის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის განსაზღვრის შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 ნოემბრის №40 დადგენილებაში (სსმ, 30/11/2015; სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.130.016168) შევიდეს შემდეგი ცვლილება: |
1.
I-ლი თავის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 1. საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
“. |
2.
I-ლი თავის მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 2. საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
“. |
3.
მე- II თავის მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 3. საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს საჩხერის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის შემოსავლები 11793,0 ათასი ლარის ოდენობით. ათას ლარებში
“. |
4.
მე- II თავის მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 4. საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები განისაზღვროს საჩხერის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის გადასახადები 1000.0 ათასი ლარის ოდენობით. ათას ლარებში
“. |
5.
მე- II თავის მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 5. საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს საჩხერის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის გრანტები 10004,7 ათასი ლარის ოდენობით. ათას ლარებში
“. |
6.
მე- II თავის მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 6. საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები განისაზღვროს საჩხერის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 788,3 ათასი ლარის ოდენობით. ათას ლარებში
“.
|
7.
მე-III თავის მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 7. საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს საჩხერის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის ხარჯები 7993,0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით. ათას ლარებში
“.
|
8.
მე-III თავის მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 8. საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს საჩხერის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 5636,4 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: ა) განისაზღვროს საჩხერის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 5656,4 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
ბ) განისაზღვროს საჩხერის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 20.0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: ათას ლარებში
,, |
9.
მე-III თავის მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 9. საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
|
10.
მე- IV თავის მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 10. საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო განისაზღვროს საჩხერის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის მთლიანი სალდო -1930,0 ათასი ლარის ოდენობით.“ |
11.
მე- IV თავის მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით
,,მუხლი 11. საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება 1. განისაზღვროს საჩხერის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება -1930,0 ათასი ლარის ოდენობით. 2. განისაზღვროს საჩხერის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ზრდა 0,0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
3. განისაზღვროს საჩხერის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება - 1930,0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
“ |
12.
მე- IV თავის მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 12. საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი განისაზღვროს საჩხერის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის მოცულობა 35,4 ათასი ლარის ოდენობით. |
13.
მე- V თავის მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 13. საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები განისაზღვროს საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები (პირველი დონე), მათ ფარგლებში განსახორციელებელი პროგრამები (მეორე დონე) და ქვეპროგრამები (მესამე დონე) შემდეგი რედაქციით: 1.თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება (პროგრამული კოდი 02 00) საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის საჩხერის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა აღრიცხვა, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა და გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა, რაც დაფინანსებულია მუნიციპალიტეტის საკუთარი და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში . 1.1 ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 02 02) ქვეყნის თავდაცვის უნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა კანონმდებლობების მიხედვით თვითმმართველი ერთეულისათვის წარმოადგენს დელეგირებულ უფლებამოსილებას და ამ პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებები მთლიანად მოხმარდება მუნიციპალიტეტის სამხედრო სამსახურის მიერ წვევანდელთა სამხედრო აღრიცხვის ღონისძიებების; წვევამდელთა გაწვევის ორგანიზების, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევის; შესაბამის გამწვევ პუნქტებამდე ტრანსპორტირების; რეზერვის აღრიცხვის ; გაწვევის ორგანიზებისა და სხვა კანონმდებლობებით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსებას. პროგრამის განხორციელებით უზრუნველყოფილი იქნება სამხედრო ვალდებულთა სრული აღრიცხვა, შეიარაღებულ ძალებში სამსახურის პოპულარიზაცია და ახალგაზრდობაში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. 2. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00) მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება დასუფთავების ღონისძიებები, სკვერების, მოედნების კეთილმოწყობის ღონისძიებები, წყლის და საკანალიზაციო სისტემების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია, გარე განათების ქსელის გაფართოება, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსება, რაც თავის თავში გულისხმობს საგზაო ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვას (გზები და ხიდები). კერძოდ, ქუჩების ორმულ შეკეთებას, ქუჩების მოხრეშვა-დაგრეიდერებას, საგზაო ნიშნების მოწყობას, დაზიანებული ლიფტების მოვლა-პატრონობას, გარე განათების რეაბილიტაციას (ქუჩები და ხიდები), გარე განათების არსებული ქსელის მოვლა-პატრონობას, განათების ქსელის ელექტროენერგიის ხარჯების ანაზღაურებას, დასუფთავების ღონისძიებებს, ნაგავშემკრები ყუთების შეძენას, უმეთვალყურეოდ დარჩენილი ცხოველების იზოლირებას, სანიაღვრე არხების შლამისა და ნატანისაგან გაწმენდას, მათ აღდგენასა და მოვლა-პატრონობას, საკანალიზაციო სისტემების მოწყობას, მინი სპორტული მოედნების მოვლა-პატრონობას, არსებული სკვერებისა და პარკების მოვლა-შენახვას, გამწვანების სამუშაოებს და სხვა. 2.1 საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება საჩხერის მუნიციპალიტეტში არსებული რეაბილიტირებული ცენტრალური გზების მდგომარეობის შენარჩუნება და ასფალტის საფარის ორმულების შეკეთება, ასევე დაზიანებულ გზებზე ასფალტობეტონის საფარის მოწყობა, რაც გააუმჯობესებს არსებულ საგზაო ინფრასტრუქტურას. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საყრდენი კედლების შეკეთება და გზის საფარის თოვლისგან გაწმენდა საჭიროების შემთხვევაში. 2.1.1 საყრდენი კედლის მოწყობა (პროგრამული კოდი 03 01 01) საჩხერის მუნიციპალიტეტი მთაგორიანი მდებარეობის და მოსახლეთა ტერასული დასახლებიდან გამომდინარე საყრდენი კედლები მნიშვნელოვან როლს ასრულებს საცხოვრებელი თუ ინფრასტრუქტურული ობიეტების შეკავებისათვის, სწორედ აქედან გამომდინარე ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ქ. საჩხერეში საყრდენი კედლების მოწყობა, ასევე შეკეთება, რითაც გამაგრდება მეწყერსაშიში უბნები და ამასთანავე გალამაზდება ქალაქის იერსახე. 2.1.2 თოვლისაგან გზის გაწმენდის სამუშაოები (პროგრამული კოდი 03 01 02) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია თოვლისაგან გზების გაწმენდა და მოყინულ გზებზე მარილის მოყრა, ამით დაცული იქნება მოქალაქეების უსაფრთხო გადაადგილება. 2.1.3 ხიდების ბოგირების მშენებლობა და რეაბილიტაცია(03 01 04) ამ პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა. 2.1.4 ქალაქ საჩხერეში ქუჩების რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 01 06) პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია საჩხერეში სხვადასხვა ქუჩების რეაბილიტაცია, რითაც გაუმჯობესდება ქალაქში გადაადგილება. 2.1.5 მისასვლელი და საუბნო გზების კეთილმოწყობა(პროგრამული კოდი 03 01 08) ამ პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის სოფლებში არსებული დაზიანებული გზების მოხრეშვა და ბეტონის საფარის მოწყობა, ასევე დაგეგმილია რკინა–ბეტონის გზის საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა. 2.2 კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება საკანალიზაციო სისტემების, კოლექტორებისა და გამწმენდი ნაგებობების ექსპლოატაცია, გარე განათების ქსელის მოვლა-ექსპლოატაცია. უზრუნველყოფილი იქნება ქ. საჩხერისა და მუნიციპალიტეტის სხვა დასახლებული პუნქტების დასუფთავება და ნაგვის გატანა. 2.2.1 მდინარის ნაპირსამაგრი ნაგებობების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია(პროგრამული კოდი03 02 01)ამ პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა. 2.2.2 დასუფთავების ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02 02) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ქ, საჩხერის ქუჩების, სკვერების, მოედნების და სხვათა ყოველდღიური დასუფთავება. ქ. საჩხერიდან და მუნიციპალიტეტის რიგი სოფლებიდან და ცენტრალური საავტომობილო გზის პირებიდან ნაგვის გატანა, ნაგავსაყრელამდე მიტანა და სხვა. ამ ღონისძიებების განხორციელებით უზრუნველყოფილი იქნება სუფთა გარემო და კეთილსაიმედო სანიტარიული მდგომარეობა. 2.2.3 საკანალიზაციო სისტემების, კოლექტორების და გამწმენდი ნაგებობების მოწყობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 03) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ქ. საჩხერეში არსებული ჩამდინარე წყლების სისტემების, სანიაღვრე კოლექტორებისა და გამწმენდი ნაგებობების მშენებლობა რეაბილიტაცია. ამ ღონისძიებების განხორციელებით თავიდან იქნება აცილებული საკანალიზაციო სისტემებიდან ნახმარი წყლის გაჟონვა და მდინარეში ჩადინება გაწმენდილი საკანალიზაციო მასა, გარანტირებული გახდება გარემოს დაცვა. 2.2.4 ბინათმშენებლობა(პროგრამული კოდი03 02 04) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ჭალოვანისა და ცხომარეთის ადმინისტრაციულ ერთეულებში საცხოვრებელი სახლების გაზმომარაგების ქსელის პროექტირება. 2.2.5 გარე განათება რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 06) მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის დასახლებული პუნქტების განათება, რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ქ. საჩხერეში, გომი-საჩხერის საავტომობილო გზის მონაკვეთზე, სოფლებში სხვიტორში, ჭორვილაში და პერევში არსებული გარე განათების ქსელის ტექნიკური მოვლისა და მოხმარებული ელექტროენერგიის ხარჯები. 2.3 მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 03) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ქ. საჩხერის გამწვანება და სკვერების მოწყობა. 2.3.1 ქ. საჩხერის გამწვანების მოვლა-პატრონობა (პროგრამული კოდი 03 03 01) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ქ. საჩხერის ქუჩებში, სკვერებში და მოედნებზე არსებული მრავალწლიანი ნარგავების მოვლა-პატრონობა, მათი გასხვლა-გადაბელვა, სკვერებში და გაზონებში ერთწლიანი ნარგავების, ყვავილების და სხვათა დარგვა და მოვლა-პატრონობა. 2.3.3. სკვერების მოწყობა (პროგრამული კოდი 03 03 03) ამ ქვეპროგრამით გათვალისწინებულია ქალაქის გალამაზებისა და იერსახისათვის სკვერის მოწყობა. 3. განათლება (პროგრამული კოდი 04 00) მომავალი თაობის აღზრდის მიმართებით ზოგად განათლებასთან ერთად მნიშვნელოვანი როლი ენიჭება სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარი უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში წელს განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება. ამასთან ამ პრიორიტეტის ფარგლებში გათვალისწინებულია ზოგადი განათლების ხელშეწყობა და სკოლისგარეშე დაწესებულებების დაფინანსება. 3.1 ა(ა)იპ -საჩხერის გაერთიანებული საბავშვო ბაღი (პროგრამული კოდი 04 01) საჩხერის მუნიციპალიტეტში დღეისათვის ფუნქციონირებს 20 საბავშვო ბაღი, აქედან 4 ქალაქში და 16 სხვადასხვა სოფელში. საბავშვო ბაღებში ირიცხება 1250 აღსაზრდელი, რომელთა აღრზდას ემსახურება 290 თანამშრომელი. ბიუჯეტიდან ერთი აღსაზრდელის აღზრდის დაფინანსებაზე უნდა დაიხარჯოს 1297,60 ლარი, რომელიც უნდა მოხმარდეს შრომის ანაზღაურების, კვების, ინვენტარის შეძენის და სხვა ხარჯების დაფინანსებას. 3.2 ზოგადი განათლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 04 02) პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მასწავლებელთა და მოსწავლეთა ტრანსპორტირების ხარჯები. 3.3 ა(ა) იპ- საჩხერის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი (პროგრამული კოდი 04 03) მოსწავლე-ახალგაზრდობის სწორი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებისათვის მნიშვნელოვანია მოსწავლე-ახალგაზრდობის დაწესებულებების მიზანმიმართული საქმიანობა. სწორედ ამიტომ ამ პროგრამის ფარგლებში ამ საქმიანობის შეუფერხებელი განხორციელებისათვის განსაზღვრულია მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის ხარჯების დაფინანსება. 3.4 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მშენებლობა რეაბილიტაცია და აღჭურვა(პროგრამული კოდი 04 04) პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია სოფელ მერჯევში საბავშვო ბაღის რემონტი და სოფელ ცხამის საბავშვო ბაღის მშენებლობა. 4. კულტურა, რელიგია, ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებები (პროგრამული კოდი 05 00) მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალელურად აუცილებელია კულტურული ტრადიციების დაცვისა და ღირსეული გაგრძელების ხელშეწყობა. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდობის მრავალმხრივი ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი აგრძელებს კულტურული, სპორტული და რელიგიური ორგანიზაციების და ახალგაზრდული ღონისძიებების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული და იმედისმომცემი სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლენა. 4.1 სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სპორტული სკოლისა და საცურაო აუზის ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა, უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა. ამასთან, ამ პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა სპორტული ღონისძიებების მოწყობა და გაგრძელდება იმედისმომცემ სპორტსმენებზე სტიპენდიების გაცემა. 4.1.1 სპორტული ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 01 01) ქვეპროგრამის ფარგლებში განსაზღვრულია მუნიციპალიტეტის მასშტაბის სპორტული ღონისძიებების მოწყობა. კერძოდ, ფეხბურთში, ჭადრაკში, ჩოგბურთში, ძალოსნობაში, ჭიდაობაში და სხვა. ამასთან იმედის მომცემ სპორტსმენზე წლის განმავლობაში გაიცემა სხვადასხვა სახის ჯილდოები. 4.1.2 ა(ა)იპ-საჩხერის სასპორტო სკოლა (პროგრამული კოდი 05 01 02) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ა(ა)იპ საჩხერის სასპორტო სკოლისა და ა(ა)იპ საჩხერის საცურაო აუზის დაფინანსება. ა(ა)იპ საჩხერის სასპორტო სკოლა მთლიანად ფინანსდება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით. აქ არსებულ 42 სპორტულ წრეში ჯანმრთელობას იკაჟებს 605 ბავშვი. 4.1.3 საჩხერის საცურაო აუზი(პროგრამული კოდი 05 01 03) ა(ა)იპ საჩხერის საცურაო აუზი საკუთარ შემოსავლებთან ერთად დაფინანსებას ღებულობს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდანაც. აქ სპორტული მკურნალობის კურსს გადის სკოლიოზითა და სხვადასხვა ტრავმებით დაავადებული ბავშვები. 4.1.4 სპორტული ობიექტების დაფინანსება(პროგრამული კოდი 05 01 04) ამ პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ქ.საჩხერეში მაჭავარიანის ქუჩაზე ძალოსნობის დარბაზის მშენებლობა. 4.2 კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02) მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება კულტურული დაწესებულებების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე განხორციელდება და მოეწყობა სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები. ასევე პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის მიერ ა(ა)იპ-ის ფორმით დაფუძნებული სახელოვნებო სკოლების, ბიბლიოთეკების, კულტურის სახლების და მუზეუმების, სულ 8 ერთეული კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულების დაფინანსება. შრომის ანაზღაურებასთან ერთად პროგრამა ითვალისწინებს სხვა მიმდინარე ხარჯების დაფინანსებასაც. 4.2.1 კულტურული ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 02 01) ამ ქვეპროგრამის ფარგლებში განსაზღვრულია გამოჩენილი ადამიანების საიუბილეო, საშობაო-საახალწლო, თეატრალურ-მუსიკალური ღონისძიებები, ქვეპროგრამის ფარგლებში ასევე დაფინანსდება ტრადიციული დღესასწაული საჩხერლობა. 4.3 ახალგაზრდული ორგანიზაციების ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 05) პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სხვადასხვა ახალგაზრდული ღონისძიებები და მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდობის ნორჩ შემოქმედთა ბანაკის მომსახურებებისა და მგზავრობის ხარჯები და სხვა. 4.4 ჭიათურისა და საჩხერის ეპარქია (პროგრამული კოდი 05 06) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის ფინანსური დახმარება. 5. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მოსახლეობის სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. არსებული რესურსების ფარგლებში გაგრძელდება სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით და შეღავათებით უზრუნველყოფა. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს მოსახლეობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან. 5.1 ჯანდაცვის პროგრამები (პროგრამული კოდი 06 01) პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში ,,საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას, კერძოდ: · არსებობის შემთხვევაში ცოფის კერების ლიკვიდაცია და დაკბენილი მოსახლეობის ზუსტი აღრიცხვა, სასწრაფო შეტყობინების სისტემის დახვეწა და გაუმჯობესება; · დაავადებათა გავრცელების ეტაპობრივი შემცირება მისი კონტროლის გზით. ეპიდსიტუაციების გამწვავების დროული გამოვლენის ხელშეწყობა და მათზე სწრაფი რეაგირება, პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარება; · მუნიციპალიტეტის მოსახლეობაში არაგადამდებ დაავადებათა პრევენციის და ჯანმრთელობაზე მავნე ფაქტორების ზემოქმედებაზე მოსახლეობის ინფორმირების გზით ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა; · ჯანმრთელობისათვის მნიშვნელოვანი ინფექციური და არაგადამდები დაავადებებისა და მასობრივი მოშხამვების, აგრეთვე პროფესიულ დაავადებათა თავიდან აცილება; · მუნიციპალიტეტში არსებული სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობის მონიტორინგი, მოსახლეობისათვის ჯანსაღი გარემოს შექმნის ხელშეწყობის მიზნით მუნიციპალიტეტის დასახლებულ ტერიტორიაზე ადამიანისათვის საშიში და შხამიანი ცხოველების ცხოველმყოფელობის დადგენისა და გაუვნებელყოფის ღონისძიებები. 5.2 სოციალური პროგრამები (პროგრამული კოდი 06 02) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებისა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო ხარჯების ანაზღაურებას, მოხუცებულთა, მიუსაფართა და სოციალურად დაუცველთა კვებით უზრუნველყოფას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებებს, ავადმყოფთა დახმარებას, სხვადასხვა ორგანიზების და ღონისძიებების სუბსიდირებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. 5.2.1 ავადმყოფთა სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 06 02 01) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ავადმყოფთა სოციალური დაცვა. ამ მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გაიცემა დახმარება შემდეგი სახის ავადმყოფებზე და შემდეგი ოდენობით: 1. საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ ბენეფიციარს, რომელსაც ესაჭიროება გეგმური და გადაუდებელი სტაციონარული– ქირურგიული ოპერაცია, თვალის რეფრაქციული ქირურგია, სიელმის ქირურგიული მკურნალობა, თვალის ლაზერული ქირურგია და სხვა სამედიცინო მომსახურეობა, სამედიცინო დაწესებულებაში მომსახურების წილობრივი თანხა ჩაერიცხება, სამკურნალო დაწესებულების ანგარიშზე, არაუმეტეს 1000 (ათასი) ლარის ოდენობით. 2. ბენეფიციარს რომელსაც ესაჭიროება: ლაბორატორიულ- ინსტრუმენტული, პოზიტრონულ-ემისიური და კომპიუტერული ტომოგრაფია (PET/CT), კორონოგრაფია, გასტროფიბროსკოპია, ფიბროსკოპია,ან სხვა სახის კვლევა, სახელმწიფო ან სხვა სამედიცინო სადაზღვევო პროგრამით დაუფინანსებელი თანხის თანადაფინანსება განესაზღვროს არაუმეტეს 1000 (ათასი) ლარის ოდენობით. 3. ქრონიკული დაავადებების მქონე მუნიციპალიტეტის მოსახლეობის უფასო მედიკამენტებით უზრუნველყოფის კუთხით დასაფინანსებელ ბენეფიციართა კონტინგენტია: ა) მუნიციპალიტეტში მცხოვრები ეპილეფსიით დაავადებული პაციენტები ყოველთვიურად 50 (ორმოცდაათი) ლარამდე. გ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ თირკმლის ტრანსპლანტაციის მქონე ბენეფიციარებზე ყოველთვიურად 150 (ასრმოცდაათი) ლარამდე. 4. მუნიციპალიტეტში მცხოვრები თირკმლის უკმარისობით დაავადებულ მოქალაქეებს, რომლებიც დიალეზის მკურნალობის კურსს გადიან სხვადასხვა ქალაქებში მიეცემათ 120 (ასოცი) ლარი ყოველთვიურად, გაუთვალისწინებელი ხარჯების დაფარვისათვის; 5.2.2 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02 02) ამ ქვეპროგრამის ფარგლებში განსაზღვრულია შეზღუდული შესაძლებლობის პირთა სოციალური უზრუნველყოფა, ყრუთა კავშირისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა რეგისტრირებული კავშირის სუბსიდირება. 5.2.2.1 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 06 02 02 01). მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გაიცემა დახმარება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე 100 (ასი) ლარის ოდენობით ერთჯერადად წელიწადში. 5.2.2.2 საქართველოს ყრუთა კავშირის საჩხერის ფილიალის ხარჯების სუბსიდირება (პროგრამული კოდი 06 02 02 02). ამ პროგრამის ფარგლებში უნარშეზღუდულ ბავშვებზე გაიცემა სუბსიდია სხვადასხვა ხარჯებისათვის. 5.2.2.3 საჩხერის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა რეგისტრირებული კავშირი (პროგრამული კოდი 06 02 02 03). მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გაიცემა სუბსიდია სხვადასხვა ხარჯებისათვის. 5.2.3 ომის და შრომის ვეტერანებზე და მათ ოჯახებზე ფულადი ფორმით გასაცემი დახმარებები (პროგრამული კოდი 06 02 03) 1, მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მქონე ომის მონაწილე ვეტერანებს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარება მიეცემა: ა) სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე (ავღანეთი,უნგრეთი) მებრძოლ ომის მონაწილეებს; ბ) საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლებს; გ) სამხედრო ძალების ვეტერანებს; დ) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთა მარჩენალდაკარგულ პირებს. წლის განმავლობაში ერთჯერადად თანხის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრება 100–ს (ასი) ლარამდე. 2, მეორე მსოფლიო ომში მონაწილეზე წახალისების მიზნით მუნიციპალიტეტის მიერ გაიცემა ფულადი დახმარება 9 მაისის ღონისძიებასთან დაკავშირებით 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. 5.2.4 ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 06 02 04) 1. ფენილკეტონურიით დაავადებული ბავშვების დახმარება მოხდება, წელიწადში არაუმეტეს 1000 (ათასი) ლარისა თითოეულ დაავადებულზე; 2. ოჯახს, რომელსაც შეეძინა მეექვსე და მეტი შვილი 0–18 წლის ჩათვლით ჩაერიცხება საბავშვო ანაბარზე ყოველთვიურად 100 (ასი) ლარის ოდენობით შესაბამის ბანკში 18 წლის ასაკამდე; 3. ოჯახს, რომელსაც შეეძინება მეოთხე და მეტი შვილი 0–18 წლის ჩათვლით მიეცემა ერთჯერადად 200 (ორასი) ლარის ოდენობით; 4. მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ხანდაზმულებს (90 წელი და ზევით) დახმარება მიეცემათ ერთჯერადად წელიწადში, თანხის ოდენობა შეადგენს 100 (ასი) ლარს; 5. მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ხანდაზმულებს (100 წელი და ზევით) დახმარება მიეცემათ ერთჯერადად წელიწადში, თანხის ოდენობა შეადგენს 300 (სამასი) ლარს; 6. აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში სწავლის საფასურის თანადაფინანსება 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, ერთჯერადად გაეწევათ დედით ან მამით ობოლ, მარტოხელა დედის სტატუსის მქონე, მრავალშვილიანი (4 და მეტი შვილი, 18 წლის ჩათვლით) ოჯახებიდან, სოციალურად დაუცველი ოჯახების რომელთაც აქვთ მინიჭებული 57000 ჩათვლით სარეიტინგო ქულა სტუდენტებს, რომლებიც არ სარგებლობენ სხვა სახელმწიფო პროგრამით და არა აქვთ მოპოვებული სახელმწიფო გრანტი; 7. განსაკუთრებით შემთხვევაში შესაძლებელია დახმარება გაეწიოს ოჯახებს, ერთჯერადად, არაუმეტეს 2000 (ორიათას) ლარამდე, სამუშაო ჯგუფის დასკვნის საფუძველზე. 5.2.5 მარჩენალდაკარგულ პირთა სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 06 02 05) 1. დედით ან მამით ობოლ ბავშვს რომელსაც, არ შესრულებია 18 წელი მიეცემათ 150 (ასორმოცდაათი) ლარი წელიწადში ერთჯერადად; 2. მარტოხელა პენსიონერებს, რომელტაც არა ჰყავთ შვილი, შვილიშვილი ან სხვა კანონით გათვალისწინებული შრომისუნარიანი მარჩენალი გაეწევათ ერთჯერადი დახმარება 100 (ასი) ლარამდე. 3. მოქმედი კანონის წესით მიჩნეულ მარტოხელა დედებს გაეწევათ დახმარება 150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით. 5.2.6 უფასო სასადილოს დაფინანსება (პროგრამული კოდი 06 02 06) ქვეპროგრამის ფარგლებში სოციალურად უმწეო მდგომარეობაში მყოფი მოსახლეობის ,,უფასო სადილით“ უზრნველყოფის მიზნით დახმარება გაიცემა პროგრამაში ჩართულ ყოველ ბენეფიციარზე დღეში ერთჯერ უფასო სადილი (მენიუს შესაბამისად). 5.2.7 სარიტუალო ხარჯები (პროგრამული კოდი 06 02 07) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები უპატრონო მიცვალებულთა სარიტუალო უზრუნველყოფის ხარჯები თითოეულზე 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. 5.2.8 სადღესასწაულო დღეების დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 08) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დახმარება გაიცემა გარკვეული კატეგორიის ღვაწლმოსილ, სოციალურად შეჭირვებულ, დამსახურებულ ბენეფიციარზე, რაიმე დღესასწაულის ან ღირსშესანიშნავი დღის აღსანიშნავად თანხის რაოდენობა განისაზღვროს 500 (ხუთასი)ლარამდე. 5.2.9 საჩხერე - პერევის და პერევი-საჩხერის საავტობუსო რეისების სუბსიდირება (პროგრამული კოდი 06 02 09) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება კომფლიქტურ ზონაში მდებარე სოფელ პერევის მოსახლეობისათვის ქ. საჩხერედან და პირიქით უფასო საავტობუსო რეისები. ამ მომსახურებით ისარგებლებენ, როგორც პერევის, ასევე მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობა. 5.2.10 სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 10) სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებულ ოჯახებზე გაიცემა დახმარება ერთჯერადად, შემდეგი კატეგორიების მიხედვით და ოდენობით: ა) ხანძრის შედეგად მთლიანად დაზიანებული საცხოვრებელი სახლის შემთხვევაში 3000 (სამიათასი) ლარის ოდენობით; ბ) ხანძრის შედეგად დაზიანებული დამხმარე ნაგებობების დაზიანების შემთხვევაში 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით; გ) მეწყერის ან სხვა რაიმე ბუნებრივი სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის თანადაფინანსება იმ შემთხვევაში, როდესაც ოჯახი თავისი სახსრებით ცდილობს დაზიანებული ქონების აღდგენას არა უმეტეს 2000 (ათასი) ლარის ოდენობით; დ) ეპიდემიის შედეგად, მასობრივად დაწყვეტილი პირუტყვის (ორი ან მეტი) შემთხვევაში, არა უმეტეს 1000 (ათასი) ლარის ოდენობით. 5.2.11 საცხოვრებლით უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02 11) აღნიშნული პროგრამით გათვალისწინებულია თავშესაფარის გარეშე დარჩენილი ოჯახების ბინის ქირის გადახდა. მაქსიმალური გასაცემი თანხა თვეში არ უნდა აღემატებოდეს 130 (ასოცდაათი) ლარს. 5.2.12 ჯანდაცვის ობიექტების დაფინანსება (პროგრამული კოდი 06 03) ამ პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია სს,,საჩხერის რაიონული საავადმყოფო–პოლიკლინიკური გაერთიანების“ სუბსიდირება. 5.2.13. ინტეგრირებული დღის ცენტრი (პროგრამული კოდი 06 04) ამ პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მოხუცთა გასართობი ცენტრის სუბსიდირება. “. |
14.
მე-VI თავის მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 14. საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები პროგრამული კლასიფიკაციის მიხედვით, თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები