"საქართველოს რესპუბლიკის ემიგრაციის კანონში” ცვლილებების შეტანის შესახებ

  • Word
"საქართველოს რესპუბლიკის ემიგრაციის კანონში” ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 924
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 16/10/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 44, 11/11/1997
ძალის დაკარგვის თარიღი 01/02/2009
სარეგისტრაციო კოდი 010.140.010.05.001.000.248
  • Word
924
16/10/1997
პარლამენტის უწყებანი, 44, 11/11/1997
010.140.010.05.001.000.248
"საქართველოს რესპუბლიკის ემიგრაციის კანონში” ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

 საქართველოს რესპუბლიკის ემიგრაციის კანონში” ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. 1993 წლის 20 ივლისის “საქართველოს რესპუბლიკის ემიგრაციის კანონში” (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1993 წ., №9, მუხ. 175) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. კანონის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: საქართველოს კანონი ემიგრაციის შესახებ”.

2. ტექსტში სიტყვები საქართველოს რესპუბლიკა” შეიცვალოს სიტყვით საქართველო”.

3. მე-5 მუხლის მე-6 აბზაცში სიტყვები მინისტრთა კაბინეტი” შეიცვალოს სიტყვით “კანონმდებლობა”.

4. მე-7 მუხლის მე-2 აბზაცში და მე-11 მუხლში სიტყვები მინისტრთა კაბინეტის მიერ” შეიცვალოს სიტყვით კანონმდებლობით”.

5. მე-18 მუხლიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები რომელიც ამ მონაცემებს წარუდგენს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტს”.

6. თუ მუხლი შედგება რამდენიმე აბზაცისაგან, ისინი დაინომროს თანამიმდევრობით, არაბული ციფრებით, პუნქტებად, ხოლო პუნქტების აბზაცების თანამიმდევრობა აღინიშნოს ანბანის მიხედვით და ჩაითვალოს ქვეპუნქტებად.

II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი               ე. შევარდნაძე

თბილისი,

1997 წლის 16 ოქტომბერი.

№924–IIს