„საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2015 წლის 25 ნოემბრის №54/2015 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2015 წლის 25 ნოემბრის №54/2015 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 39/2016
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 14/07/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/07/2016
სარეგისტრაციო კოდი 010190030.15.008.016278
39/2016
14/07/2016
ვებგვერდი, 15/07/2016
010190030.15.008.016278
„საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2015 წლის 25 ნოემბრის №54/2015 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №39/2016

2016 წლის 14 ივლისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2015 წლის 25 ნოემბრის №54/2015 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 77-ე მუხლის  მე-5 პუნქტისა და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ” მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
„საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2015 წლის 25 ნოემბრის №54/2015 დადგენილებით (სსმ ვებგვერდი, www.matsne.gov.ge, 26/11/2015, 010190030.15.008.016218) დამტკიცებული რეგლამენტის:

1. მე-2 მუხლს დაემატოს:

ა) 10პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„101. განკარგულებით იღებს გადაწყვეტილებას, არჩეული საქართველოს პარლამენტისა და ქალაქ თბილისის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების ცნობის შემდეგ, პარტიული სიიდან პარლამენტისა და ქალაქ თბილისის საკრებულოს წევრობის კანდიდატის/კანდიდატების მოხსნის შესახებ, პარტიის ხელმძღვანელი პირის/საარჩევნო ბლოკის წესდებით განსაზღვრული პირის მიერ ხელმოწერილი შესაბამისი განცხადების საფუძველზე;“;

ბ) 111 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„111. განკარგულებით ადგენს ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ საარჩევნო კომისიებში დამკვირვებლების დანიშვნის შესახებ წარმოსადგენი განცხადების დანართის ელექტრონულ ფორმას;“;

გ) 231 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„231. დადგენილებით განსაზღვრავს ცესკოს წევრებისა და საოლქო საარჩევნო კომისიების არჩეულ წევრთა შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებულ და სამსახურებრივი შეუთავსებლობის საკითხებს;“;

დ) 291 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„291. განკარგულებით ადგენს საარჩევნო/სარეფერენდუმო პერიოდში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისათვის საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის თანამშრომლების მიერ პირად საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების გამოყენებისა და საწვავით უზრუნველყოფის წესს;“.

2. მე-4 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს 31 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„31. „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე განკარგულებით განსაზღვრავს პარტიების დაფინანსების ოდენობას;“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. რეგისტრაციაში ატარებს არჩევნებში მონაწილე პარტიებსა და საარჩევნო ბლოკებს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფებს (საქართველოს პრეზიდენტისა და ქალაქ თბილისის მერის არჩევნებისათვის), მათ წარმომადგენლებს ცესკოში;“;

გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. სათანადო მოწმობებს აძლევს არჩევნებში მონაწილე პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფების (საქართველოს პრეზიდენტისა და ქალაქ თბილისის მერის არჩევნებისათვის) წარმომადგენლებს;“;

დ) მე-9 პუნქტის შემდეგ დაემატოს 91 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„91. განკარგულებით იღებს გადაწყვეტილებას, არჩეული საქართველოს პარლამენტისა და ქალაქ თბილისის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების ცნობის შემდეგ, პარტიული სიიდან საქართველოს პარლამენტისა და ქალაქ თბილისის საკრებულოს წევრობის კანდიდატის მოხსნის შესახებ, ამ კანდიდატის შესაბამისი განცხადების საფუძველზე;“;

3. მე-6 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. განკარგულებით რეგისტრაციაში ატარებს საქართველოს პარლამენტისა და მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიის/საარჩევნო ბლოკის, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარმდგენი პარტიისა და ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის (საქართველოს პრეზიდენტისა და ქალაქ თბილისის მერის არჩევნებისთვის) წარმომადგენლებს საოლქო საარჩევნო კომისიებში და აძლევს მათ სათანადო მოწმობებს;

3. განკარგულებით რეგისტრაციაში ატარებს არჩევნების/რეფერენდუმის/პლებისციტის დამკვირვებლის სტატუსის მქონე არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის/საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ცესკოში დანიშნულ დამკვირვებლებს, სხვა სახელმწიფოს ხელისუფლების ორგანოთა მიერ წარგზავნილ დამკვირვებლებს და აძლევს მათ დამკვირვებლის მოწმობებს;“;

4. მე-12 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. გადასცემს ცესკოს მიერ მიღებული დადგენილებებსა და არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელ ოქმებს სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს”, მის ვებგვერდზე (www.matsne.gov.ge) გამოქვეყნების მიზნით;".

ბ) მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„14. უზრუნველყოფს საქართველოს პარლამენტის/ქალაქ თბილისის საკრებულოს გამოკლებული წევრების ნაცვლად შესაბამისი პარტიული სიიდან მათი ადგილმონაცვლეებისათვის წერილობითი შეტყობინების გაგზავნას;“;

გ) მე-16 პუნქტის შემდეგ დაემატოს 161 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„161. შეიმუშავებს ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ საარჩევნო კომისიებში დამკვირვებლების დანიშვნის შესახებ, წარმოსადგენი განცხადების დანართის ელექტრონულ ფორმას და დასამტკიცებლად წარუდგენს ცესკოს;“;

დ) 21-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„21. უზრუნველყოფს საქართველოს პარლამენტის/ქალაქ თბილისის საკრებულოს გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლეობისათვის შესაბამისი პროცედურების განხორციელებას;“.

5. მე-13 მუხლის მე-16 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„16. უზრუნველყოფს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 51-ე მუხლის 62 პუნქტით განსაზღვრული, ცესკოსათვის მაუწყებლის მიერ (რომელშიც საარჩევნო სუბიექტმა შეიძინა სარეკლამო დრო) გადაცემული რეკლამის უსასყიდლოდ განსათავსებლად გამოყოფილი დროის შესახებ (თარიღები, დღის განმავლობაში განსათავსებელი რეკლამის განთავსების დროის შუალედები და სარეკლამო დროის ხანგრძლივობა), აგრეთვე ამ მუხლის 61 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტით  განსაზღვრული თითო კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტისთვის გამოყოფილ სარეკლამო დროში რეკლამის განთავსების გრაფიკის თაობაზე ინფორმაციის ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებას, მისი მიღებიდან 1 დღის ვადაში;“;

6.    მე-14 მუხლს დაემატოს 221 და 222 პუნქტები შემდეგი რედაქციით:

„221. შეიმუშავებს საარჩევნო/სარეფერენდუმო პერიოდში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისათვის საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის თანამშრომლების მიერ პირად საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების გამოყენებისა და საწვავით უზრუნველყოფის წესს და წარუდგენს ცესკოს, განკარგულებით დასამტკიცებლად;

222. ამზადებს ცესკოს თავმჯდომარის განკარგულების პროექტს, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე, პარტიების დაფინანსების ოდენობის განსაზღვრის შესახებ;“;

7.  მე-16 მუხლს დაემატოს 41 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„41. შეიმუშავებს და ცესკოს დასამტკიცებლად წარუდგენს ცესკოს წევრებისა და საოლქო საარჩევნო კომისიების არჩეულ წევრთა შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებულ და სამსახურებრივი შეუთავსებლობის საკითხების განსაზღვრის შესახებ დადგენილების პროექტს.“;

8.  მე-17 მუხლს დაემატოს 51 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„51. ცესკოს მიერ დადგენილებით განსაზღვრული წესის შესაბამისად, შეისწავლის საოლქო საარჩევნო კომისიების არჩეულ წევრთა შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებულ და სამსახურებრივი შეუთავსებლობის საკითხებს.“.

მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
1. ეს დადგენილება, გარდა პირველი მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, მე-7 და მე-8 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი, მე-7 და მე-8 პუნქტები ამოქმედდეს 2017 წლის პირველი იანვრიდან.


კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანია
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი