დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ინდივიდუალური საქმიანობის შედეგად დამზადებული ნივთის (ნაკეთობის) რეალიზაციის და ამ მიზნით ინდივიდუალური საქმიანობის გაწევის წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 91 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 14/07/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/07/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 100110000.22.038.016685 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (15/07/2016 - 25/08/2016)
|
ინდივიდუალური საქმიანობის შედეგად დამზადებული ნივთის (ნაკეთობის) რეალიზაციის და ამ მიზნით ინდივიდუალური საქმიანობის გაწევის წესის დამტკიცების შესახებ
|
პატიმრობის კოდექსის მე-14 მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ინდივიდუალური საქმიანობის შედეგად დამზადებული ნივთის (ნაკეთობის) რეალიზაციის და ამ მიზნით ინდივიდუალური საქმიანობის გაწევის თანდართული წესი.
|
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
ინდივიდუალური საქმიანობის შედეგად დამზადებული ნივთის (ნაკეთობის) რეალიზაციის და ამ მიზნით ინდივიდუალური საქმიანობის გაწევის წესი
|
მუხლი 1
ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) პენიტენციურ დაწესებულებაში (შემდგომ – დაწესებულება) ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ ინდივიდუალური საქმიანობისა და ინდივიდუალური საქმიანობის შედეგად დამზადებული ნივთის (ნაკეთობის) რეალიზაციის წესს. მუხლი 2 1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს დაწესებულების დირექტორის ბრძანებით ახორციელებდეს ინდივიდუალურ საქმიანობას, რაც ამ წესის მიზნებისთვის გულისხმობს ეკონომიკურ საქმიანობას, რომლიდანაც მის მიერ მისაღები ჯამური ერთობლივი შემოსავალი კალენდარული წლის განმავლობაში არ აღემატება 30 000 ლარს, ასევე, ჰქონდეს საქმიანობისთვის საჭირო ინვენტარი და სამინისტროს ხელშეწყობით მოახდინოს ინდივიდუალური საქმიანობის შედეგად დამზადებული ნივთის (ნაკეთობის) რეალიზაცია. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დათქმა ერთობლივი შემოსავლის ოდენობაზე არ ვრცელდება „სპეციალური დაბეგვრის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415 დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართით გათვალისწინებულ საქმიანობაზე. 3. დაწესებულების დირექტორი ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ ინდივიდუალური საქმიანობის კონტროლს უზრუნველყოფს დაწესებულების უსაფრთხოების ან/და სამართლებრივი რეჟიმის განყოფილებების შესაბამისი მოსამსახურის მეშვეობით. 4. ბრალდებულის/მსჯავრდებული ინდივიდუალურ საქმიანობას ეწევა დაწესებულების დღის განრიგით გათვალისწინებულ დროს ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილას სხვა ინდივიდუალური საქმიანობის უფლების არმქონე ბრალდებულებისაგან/მსჯავრდებულებისაგან განცალკევებით. 5. მსჯავრდებული, რომელიც, ამ წესის შესაბამისად, ახორციელებს ინდივიდუალურ საქმიანობას, შეეცვალა საშიშროების რისკი ან გადაყვანილ იქნა იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, უწყდება ინდივიდუალური საქმიანობის უფლება. 6. ბრალდებულს/მსჯავრდებულს ინდივიდუალური საქმიანობის უფლება შეუწყდება აგრეთვე: ა) პირადი განცხადებით; ბ) ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რომელიც ხელს უშლის საქმიანობის განხორციელებას; გ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. 7. ადმინისტრაციული პატიმრობის ან დისციპლინური სახდელის მოქმედების პერიოდში ბრალდებულს/მსჯავრდებულს უჩერდება ინდივიდუალური საქმიანობის უფლება. 8. დაწესებულება ვალდებულია, ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის პატიმრობის კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელის შეფარდებისას, დაუყოვნებლივ შეატყობინოს სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის სოციალური უზრუნველყოფის სამმართველოს (შემდგომში – სამმართველო), რომელიც უზრუნველყოფს გასაყიდი ნივთის (ნაკეთობის) რეალიზაციის შეჩერებას. მუხლი 3 ინდივიდუალური საქმიანობისათვის საჭირო ნედლეული, ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა შეიძლება შეიძინოს დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში, დაწესებულების დებულებით განსაზღვრული წესით. მუხლი 4 1. დაწესებულების დებულებით განსაზღვრული აკრძალული ნივთები ბრალდებულს/მსჯავრდებულს ინდივიდუალური საქმიანობის შესრულებისთვის შეიძლება დროებით გადაეცეს დაწესებულების დირექტორის ნებართვით. 2. ბრალდებულზე/მსჯავრდებულზე გადასაცემ ყველა ხელსაწყოს უკეთდება მარკირება და აღირიცხება ნუსხით, რომელიც ინახება დაწესებულების უსაფრთხოების ან/და სამართლებრივი რეჟიმის განყოფილებაში, ხოლო მისი მეორე ეგზემპლარი ინახება დაწესებულებაში სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე. 3. ინდივიდუალური საქმიანობის დაწყებამდე ბრალდებულს/მსჯავრდებულს გადაეცემა ხელსაწყოები, ხოლო საქმიანობის დამთავრების შემდეგ ბრალდებული/მსჯავრდებული ხელსაწყოებს აბარებს დაწესებულების უსაფრთხოების ან/და სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფლებამოსილ პირს, ხელსაწყოებისთვის სპეციალურად გამოყოფილ და გასაღებით ჩაკეტილ ოთახში შესანახად. 4. ინდივიდუალური საქმიანობის დამთავრების შემდეგ ხელსაწყოები ნუსხასთან შედარების შემდეგ ჩაიკეტება სპეციალურ რკინის კარადაში. მუხლი 5 1. ინდივიდუალური საქმიანობის განსახორციელებლად ბრალდებული/მსჯავრდებული ვალდებულია მიკრო ბიზნესის სტატუსის მინიჭების მიზნით მიმართოს საგადასახადო ორგანოს, რომელიც გასცემს მიკრო ბიზნესის სერტიფიკატს. 2. მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე პირის მიერ საქმიანობის განხორციელების წესი და პირობები განისაზღვრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. დაწესებულების იურისტი/სოციალური მუშაკი ვალდებულია ინდივიდუალური საქმიანობის განხორციელების მსურველ ბრალდებულს/მსჯავრდებულს, შესაბამისი წერილობითი განცხადებისა და დაწესებულების დირექტორის ნებართვის საფუძველზე, აღმოუჩინოს დახმარება მიკრობიზნესის სტატუსის მიღებასა და შემდგომ საქმიანობაში. მუხლი 6 1. ბრალდებული/მსჯავრდებული, ინდივიდუალური საქმიანობის შედეგად წარმოებული პროდუქციის რეალიზაციის სურვილის შემთხვევაში განცხადებით (დანართი №1) მიმართავს დაწესებულების დირექტორს. განცხადებაში მიეთითება წარმოებული პროდუქციის სახეობა, მისი სარეალიზაციო ღირებულება და თანხმობა სამმართველოს მოსამსახურის მიერ, ნივთის გაყიდვის მიზნით, შემსყიდველისთვის ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი საბანკო ანგარიშის განდობის შესახებ. 2. დაწესებულების დირექტორი ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირი, განცხადების მიღებიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, ბრალდებულისაგან/მსჯავრდებულისაგან, შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტით (დანართი №2), დროებით შენახვის მიზნით იბარებს წარმოებულ პროდუქციას და აღნიშნულის თაობაზე აცნობებს სამმართველოს. 3. სამმართველოს შესაბამისი მოსამსახურე დაწესებულების საამისოდ უფლებამოსილი მოსამსახურისგან მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდგომ უზრუნველყოფს ნივთის, რეალიზაციის მიზნით, სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაში გადატანას. 4. ინდივიდუალური საქმიანობის შედეგად დამზადებული ნივთები (ნაკეთობები) სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაში გადატანამდე ინახება დაწესებულებაში ამისთვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილას. 5. მიღება-ჩაბარების აქტში მიეთითება წარმოებული პროდუქციის სახეობა და მისი სარეალიზაციო ღირებულება. 6. სამმართველოს შესაბამისი მოსამსახურე ვალდებულია მიღებული ნივთები აღრიცხოს და მიანიჭოს შესაბამისი კოდი, რომლითაც მოხდება ნივთის იდენტიფიცირება. კოდი წარმოადგენს შვიდი ციფრისაგან შედგენილ კოდს: „00-00000“, რომლის პირველი ორი ციფრი აღნიშნავს შესაბამისი დაწესებულების ნომერს, ხოლო მომდევნო ხუთი ციფრით, უწყვეტი რიგითობით, აღინიშნება სამმართველოში მიღებული ნივთები. 7. სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაში ნივთების შენახვა დასაშვებია არაუმეტეს სამი თვისა. თუკი ამ ვადაში არ მოხდა ნივთის რეალიზაცია, იგი ბრალდებულის/მსჯავრდებულის ნებართვით გადაეცემა პატიმრობის კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ პირებს, რის თაობაზეც დგება შესაბამისი აქტი და გაეცნობა ბრალდებულს/მსჯავრდებულს, რომელსაც იგი ადასტურებს ხელმოწერით. გამონაკლის შემთხვევაში, როდესაც პატიმრობის კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ პირები უარს აცხადებენ ნივთის ჩაბარებაზე ან ბრალდებულ/მსჯავრდებული ვერ უთითებს ასეთ პირს, ნივთი შესანახად გადაეცემა დაწესებულებას. მუხლი 7 1. სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფები უზრუნველყოფენ სამინიტროში შემოსული ნივთების ფოტოგრაფირებას, ასევე მათ ოფიციალურ ელექტრონულ რესურსზე განთავსებას, ნივთის ღირებულებისა და მისი შესყიდვის წესის მითითებით. 2. გასაყიდი ნივთები (ნაკეთობები) შესაძლოა გამოიფინოს სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაში, სპეციალურად ამისათვის გამოყოფილ ადგილზე. მუხლი 8 1. ნივთის შეძენით დაინტერესებულმა პირმა, ინდივიდუალური საქმიანობის შედეგად დამზადებული ნივთი (ნაკეთობა) შეიძლება შეიძინოს ოფიციალური ელექტრონული რესურსის მეშვეობით ან გამოცხადდეს სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაში და სამმართველოს შესაბამის მოსამსახურეს აცნობოს სასურველი ნივთის ინდივიდუალური კოდი. სამმართველოს მოსამსახურე ნივთის შეძენის მსურველს გადასცემს ანგარიშის ნომერს, რომელზეც უნდა ჩაირიცხოს ნივთის საფასური. 2. ნივთის შეძენის მსურველს, სამმართველოს მოსამსახურისათვის ნივთის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემდეგ, მიღება-ჩაბარების აქტით გადაეცემა შესაბამისი ნივთი. 3. სამმართველოს მოსამსახურე, საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანს გადააგზავნის შესაბამის დაწესებულებაში ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის გადასაცემად, ხოლო მის ასლს დაიტოვებს თან შესაბამისი რეესტრის საწარმოებლად. მუხლი 9 სამმართველო ვალდებულია ნივთების (ნაკეთობების) მიღების, რეალიზაციის ან დაწესებულებაში დაბრუნების შესახებ აწარმოოს შესაბამისი რეესტრი, რომელიც ინახება 5 წლის ვადით. დანართი №1 №___ დაწესებულების დირექტორს
ბატონ/ქალბატონ --------------------------------------------
განმცხადებლის გვარი, სახელი --------------------------------------------
პირადი ნომერი --------------------------------------------
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
მოგახსენებთ, რომ დაწესებულების დირექტორის ნებართვით ვახორციელებ ინდივიდუალურ საქმიანობას, რის შედეგადაც დავამზადე ____________________________________________________________________________ _____________________________________________________________________________________ _____________________________________________________________________________________ გთხოვთ, აღმომიჩინოთ დახმარება ჩემს მიერ დამზადებული ნივთ(ებ)ის რეალიზაციაში, რომლის სარეალიზაციო ღირებულებაა _____________________________________________________________________________________ _____________________________________________________________________________________
ამასთან, ვაცხადებ თანხმობას, რომ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის სოციალური უზრუნველყოფის სამმართველოს მოსამსახურემ, ნივთის გაყიდვის მიზნით, შემსყიდველს გაანდოს ჩემი საბანკო ანგარიში (ანგარიშის ნომერი _________________________).
განცხადება შესრულებულია ჩემ მიერ, რასაც ვადასტურებ ხელმოწერით:
განმცხადებლის ხელმოწერა ___________________________
„ ___“ „ __________“ 20 წ
დანართი №2
მიღება - ჩაბარების აქტი №
________________________ _________________________ აქტის შედგენის ადგილი აქტის შედგენის თარიღი
___________________________________________________________________________________________________ _ __________________________________________________________________________________________________ _ _ __________________________________________________________________________________________________ _ _ __________________________________________________________________________________________________ __ _________________________________________________________________________________________________ _ __ (აღინიშნება ინდივიდუალური საქმიანობის შედეგად წარმოებული პროდუქციის გადამცემი და მიმღები პირების სახელი, გვარი და პირადი ნომერი, თანამდებობა/სამართლებრივი სტატუსი, პროდუქციის დამამზადებელი პირის სახელი, გვარი და პირადი ნომერი)
___________________________________________________________________________________________________ _ ___________________________________________________________________________________________________ _ ___________________________________________________________________________________________________ _ ___________________________________________________________________________________________________ _ ___________________________________________________________________________________________________ _ (აღინიშნება ინდივიდუალური საქმიანობის შედეგად წარმოებული პროდუქციის სახეობა და მისი სარეალიზაციო ღირებულება)
_________________________ __________________________________ (გადამცემი პირის ხელმოწერა) (მიმღები პირის ხელმოწერა) |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები