„ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ნოემბრის №50 დადგენილებით დამტკიცებულ „ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულებაში“ ცვლილების შეტანის თაობაზე

„ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ნოემბრის №50 დადგენილებით დამტკიცებულ „ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულებაში“ ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 18
დოკუმენტის მიმღები ვანის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 14/07/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/07/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 31/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.121.016216
18
14/07/2016
ვებგვერდი, 20/07/2016
010250050.35.121.016216
„ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ნოემბრის №50 დადგენილებით დამტკიცებულ „ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულებაში“ ცვლილების შეტანის თაობაზე
ვანის მუნიციპალიტეტი
 

ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №18

2016 წლის 14 ივლისი

ქ. ვანი

 

„ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ნოემბრის №50 დადგენილებით დამტკიცებულ ,,ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულებაში“ ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს  ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  24-ე მუხლის პირველი  პუნქტის ,,გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტებისა და „ნორმატიული აქტების  შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მეოთხე პუნქტის  შესაბამისად,  ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ვანის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს 2014  წლის  14 ნოემბრის №50 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 19.11.2014, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.121.016131) დამტკიცებულ ,,ვანის  მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულებაში“  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

 1. „მუხლი 4. სამსახურის ფუნქციები“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 4. სამსახურის  ფუნქციები

სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

1) მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის კორესპონდენციის მიღებასა და ადრესატებისათვის გადაგზავნას;

2) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსა და თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების და სხვა დოკუმენტების გამოქვეყნებას;

3) მიღებული კორესპონდენციის რეგისტრაციასა და მათ განაწილებას დანიშნულებისამებრ საკრებულოს და მუნიციპალურ სამსახურებს შორის;

4) საკრებულოსა და გამგებლის დავალებების რეგისტრაციას, მათი შესრულების კონტროლს;

5) სამსახურის სამუშაოთა გეგმების მომზადებას; გამგეობის სამსახურების სამუშაოთა გეგმების საფუძველზე გამგეობის სამუშაო გეგმის პროექტის მომზადებას;

6) ადმინისტრაციული წარმოების დადგენილი წესებისა და პროცედურების დაცვას;

7) საქმისწარმოებაში დაშვებული დოკუმენტების სათანადოდ გაფორმებას და დოკუმენტბრუნვას;

8) საქმეთა ნომენკლატურის შედგენას და არქივირებას;

9) გამართულ კომუნიკაციას მუნიციპალიტეტის ორგანოებსა და სტრუქტურულ ერთეულებს შორის, საკრებულოს, ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირთა კომუნიკაციას მოქალაქეებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან;

10) მუნიციპალიტეტის ვებგვერდის ადმინისტრირებას;

11) მოქალაქეთა საინფორმაციო მომსახურებას ,,ერთი ფანჯრის“ პრინციპის დაცვით;

12) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას;

13) მუნიციპალიტეტის სხვა თვითმმართველ ერთეულებთან, ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ორგანიზებას;

14) მუნიციპალიტეტის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებას;

15) ოფიციალური დელეგაციების მიღებას, საგარეო ვიზიტების დაგეგმვასა და ორგანიზებას;

16) მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას;

17) გამგებლის  წარმომადგენლებისაგან შესაბამისი ადმინისტრაციული  ერთეულის ტერიტორიაზე  საკრებულოსა და გამგებლის  მიერ  მიღებულ  გადაწყვეტილებათა  შესრულების  მიმდინარეობის  შესახებ  ინფორმაციების  მიღებას და  სათანადო  დამუშავების  შემდეგ  გამგებლისათვის  წარდგენას;

 18) გამგეობის თანამდებობის პირთა და სამსახურების სარგებლობაში არსებული საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემების ტექნიკურ მომსახურებას, მათ სარგებლობაში არსებული კომპიუტერული ტექნიკის პროგრამული გამართულობის უზრუნველყოფას;

19) კომპიუტერული ტექნიკისა და საინფორმაციო-საკომუნიკაციო ქსელის ექსპლოატაციის წესების დაცვას და ზედამხედველობას;

20) გამგეობის თანამდებობის პირთა და სამსახურების სარგებლობაში არსებული საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემების ტექნიკურ მომსახურებას, მათ სარგებლობაში არსებული კომპიუტერული ტექნიკის პროგრამული გამართულობის უზრუნველყოფას;

21) კომპიუტერული ტექნიკისა და საინფორმაციო-საკომუნიკაციო ქსელის ექსპლოატაციის წესების დაცვას და ზედამხედველობას;

 22)  სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსათვის ბავშვის დაბადების და პირის გარდაცვალების შესახებ კონსოლიდირებული ინფორმაციის მიწოდებას;

23) კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით და სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.“ .

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე ლილუაშვილი