ზოგიერთი საარჩევნო პროცედურების განსაზღვრის შესახებ

ზოგიერთი საარჩევნო პროცედურების განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 7
დოკუმენტის მიმღები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 14/07/2016
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/07/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 01/07/2017
სარეგისტრაციო კოდი 010220020.34.059.016027
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
7
14/07/2016
ვებგვერდი, 14/07/2016
010220020.34.059.016027
ზოგიერთი საარჩევნო პროცედურების განსაზღვრის შესახებ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისია
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (14/07/2016 - 30/06/2017)

 

საქართველო

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის

დადგენილება №7

2016 წლის 14 ივლისი

ქ. ბათუმი

 

ზოგიერთი საარჩევნო პროცედურების

განსაზღვრის  შესახებ  


საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 110-ე და 1101 მუხლების, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის, 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 73-ე მუხლის მე-5 პუნქტის და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2016 წლის 31 მარტის №161 განკარგულების შესაბამისად, უმაღლესი  საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისათვის, საარჩევნო ოლქები, მათი საზღვრები და ნომრები შეესაბამება საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“  და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ შექმნილ საარჩევნო ოლქებს, მათ საზღვრებს და ნომრებს.
მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30) მისი მიღებიდან 2 (ორი) კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აჭარის ა.რ. უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეპარმენ ჯალაღონია
აჭარის ა.რ. უმაღლესი საარჩევნო კომისიის მდივნის მ/შზურაბ გოლიაძე