„გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 დეკემბრის №487 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 328
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 13/07/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/07/2016
სარეგისტრაციო კოდი 480350000.10.003.019393
328
13/07/2016
ვებგვერდი, 15/07/2016
480350000.10.003.019393
„გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 დეკემბრის №487 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №328

2016 წლის 13 ივლისი

ქ. თბილისი

„გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 დეკემბრის №487 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 დეკემბრის №487 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 26/12/2011, 480350000.10.003.016647) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 131 მუხლის მე-7 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შეიქმნას გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში – სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი – კომისიის თავმჯდომარე;

სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწის – სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მოადგილე – კომისიის თანათავმჯდომარე;  

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე;

საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე;

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე;

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე;

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენელი;

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე;

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე;

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე;

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე;

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის (დეპარტამენტის) უფროსი;

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების −  საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსი;

საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე;

საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსი;

საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი;

საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენელი.“.

2. დადგენილებით დამტკიცებულიგაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისიის დებულების“ მე-2 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს მთავრობა დადგენილებით განსაზღვრავს კომისიის შემადგენლობას. კომისიის თავმჯდომარეა  საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში – სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი,  ხოლო კომისიის თანათავმჯდომარე − სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწის სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მოადგილე.“.  

 „3. კომისიის ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის  შიდა უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დეპარტამენტი,  რომლის დირექტორიც ამავდროულად არის კომისიის მდივანი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი