დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეკონომიკურ დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 05 მარტის №25/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 80/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 14/07/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/07/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480180000.22.022.017154 |
|
„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეკონომიკურ დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 5 მარტის №25/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეკონომიკურ დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 05 მარტის №25/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge; 06/03/2014; სარეგისტრაციო კოდი: 480180000.22.022.016760) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეკონომიკურ დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების“ მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის შესყიდვების სამმართველოს უფროსი (შემდგომში – ეკონომიკური დეპარტამენტის შესყიდვების სამმართველოს უფროსი): ა) კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს 21 წლის ასაკს მიღწეული საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას; ბ) ეკონომიკური დეპარტამენტის შესყიდვების სამმართველოს უფროსის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ბ.ა) უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით, ეკონომიკის, მათემატიკის ან სამართალმცოდნეობის სპეციალობით; ბ.ბ) სახელმწიფო შესყიდვების მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება; ბ.გ) მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ბ.დ) ინგლისური ენის კარგად ცოდნა; ბ.ე) კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word; Microsoft Office Excel; Microsoft Office PowerPoint, Microsoft Office Outlook) კარგად ცოდნა; გ) ეკონომიკური დეპარტამენტის შესყიდვების სამმართველოს უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა: გ.ა) საქართველოს კონსტიტუცია; გ.ბ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; გ.გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; გ.დ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“; გ.ე) საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“; გ.ვ) საქართველოს კანონი საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ; გ.ზ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“; გ.თ) საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანება „გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“; გ.ი) საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის №2 ბრძანება „შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“; გ.კ) საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 23 ივნისის №15 ბრძანება „სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის და საკონკურსო განცხადებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის გამოქვეყნების საფასურის ოდენობებისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“; გ.ლ) საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილება „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები