,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში – საგანმანათლებლო რესურსცენტრებში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 15 იანვრის N06/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 77/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 12/07/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/07/2016
სარეგისტრაციო კოდი 430090000.22.022.017151
77/ნ
12/07/2016
ვებგვერდი, 13/07/2016
430090000.22.022.017151
,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში – საგანმანათლებლო რესურსცენტრებში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 15 იანვრის N06/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში – საგანმანათლებლო რესურსცენტრებში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 15 იანვრის N06/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №77/ნ

2016 წლის 12 ივლისი

ქ. თბილისი

,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში – საგანმანათლებლო რესურსცენტრებში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 15 იანვრის №06/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში – საგანმანათლებლო რესურსცენტრებში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 15 იანვრის №06/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 18/01/2016, სარეგისტრაციო კოდი: 430090000.22.022.017079) და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში – საგანმანათლებლო რესურსცენტრებში ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების“ პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს – ქალაქ ახალქალაქის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი  (შემდგომში – ქალაქ ახალქალაქის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი):

11.1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს 21 წლის ასაკს მიღწეული საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას.

11.2. ქალაქ ახალქალაქის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება: ბაკალავრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;

ბ) სამუშაო გამოცდილება: არანაკლებ 4 წელი;

გ) განათლების სისტემაში მუშაობის გამოცდილება;

დ) ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება;

ე) კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word; Microsoft Office Excel; Microsoft Office PowerPoint) კარგად ცოდნა;

ვ) უპირატესობა მიენიჭება:

ვ.ა) უცხო ენების (ინგლისური, რუსული) ცოდნას;

ვ.ბ) პირს, რომელსაც აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.

11.3. ქალაქ ახალქალაქის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის  დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“;

გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

დ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“

ე) საქართველოს კანონი „ზოგადი განათლების შესახებ“;

ვ) საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“;

ზ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“;

თ) საქართველოს კანონი „პროფესიული განათლების  შესახებ“;

ი) „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილება;

კ) „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – საგანმანათლებლო რესურსცენტრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 იანვრის №31 ბრძანება.“

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიალექსანდრე ჯეჯელავა