დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 324 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 11/07/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/07/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 380050000.10.003.019389 |
|
„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში (სსმ, №94, 12/08/2005) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8-მე-10 პუნქტები:
„8. გარდა დებულების 74 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოს მონაწილეობით, წერილობითი ფორმით წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობების საფუძველზე, ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მიზნით, 2017 წლის პირველ იანვრამდე, სამინისტროს შუამდგომლობით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან შესაძლებელია გათავისუფლდეს პირი არა უმეტეს ერთი წლის ვადით. ამგვარ შემთხვევაზე არ ვრცელდება 74 მუხლის პირველი, 13, მე-2 და 21 პუნქტების მოქმედება. 9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დაინტერესებული პირის შუამდგომლობას უნდა დაერთოს დებულების 74 მუხლის 12 და 14 პუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტები. ამასთან, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლება დაიშვება სააგენტოს მიერ მომზადებული შესაბამისი გეოსაინფორმაციო პაკეტით გათვალისწინებული ოდენობით. 10. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ლიცენზიისაგან გათავისუფლების ფასის გაანგარიშება ხდება დებულების 74 მუხლის 22 პუნქტით დადგენილი წესით.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები