დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის №366 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 323 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 11/07/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/07/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300160070.10.003.019388 |
|
„ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის №366 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის №366 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 25/12/2013, 300160070.10.003.017533) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების“ მე-4 მუხლის მე-12 პუნქტის:
1. „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) ამ პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ სამუშაოთა შესრულებისას დასაშვებია სპეციალური ჭრები ან/და მიწის სამუშაოები, აგრეთვე, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე 30 გრადუსამდე დაქანების ფერდობებზე (გარდა დაცული ტერიტორიების იმ კატეგორიებისა და ზონებისა, სადაც კანონმდებლობით აკრძალულია ტყითსარგებლობა), რისთვისაც საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია, ჭრების დაწყებამდე 15 დღით ადრე, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალ შესაბამის დაწესებულებას, ხოლო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიის ფარგლებში, შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს წერილობით წარუდგინოს ტყეკაფის აღრიცხვის მასალები, ჭრების ან/და მიწის სამუშაოების განხორციელებისათვის საჭირო ტერიტორიის X და Yკოორდინატები და Shp-ფაილების ელექტრონული ვერსია. აღნიშნული მასალების წარდგენიდან 15 დღის შემდეგ, საქმიანობის განმახორციელებელი უფლებამოსილია, განახორციელოს სპეციალური ჭრები ან/და მიწის სამუშაოები, ხოლო „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ველური მცენარეების ან მათი ნაწილების ბუნებრივი გარემოდან ამოღებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს ამ პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილი მართვის ორგანო, შესაბამისი ინფორმაციის წარდგენიდან 15 სამუშაო დღეში. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სპეციალური მიზნით ტყითსარგებლობის წერილობითი ხელშეკრულება არ იდება; ვ) ამ პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ სამუშაოთა შესრულება სპეციალური ჭრებით ან/და მიწის სამუშაოებით ასევე დასაშვებია, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე 30-დან 35 გრადუსამდე დაქანების ფერდობებზე (გარდა დაცული ტერიტორიების იმ კატეგორიებისა და ზონებისა, სადაც კანონმდებლობით აკრძალულია ტყითსარგებლობა), მათ შორის, „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ველური მცენარეების ან მათი ნაწილების ბუნებრივი გარემოდან ამოღებით, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი დაწესებულებისათვის, ხოლო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიის ფარგლებში, შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოსათვის წინასწარი სპეციალური გამოკვლევის მასალების, ტყეკაფის აღრიცხვის მასალების, ჭრების ან/და მიწის სამუშაოების განხორციელებისათვის საჭირო ტერიტორიის X და Y კოორდინატების და Shp-ფაილების ელექტრონული ვერსიის არანაკლებ ჭრების ან/და მიწის სამუშაოების დაწყებამდე 20 დღით ადრე წარდგენისა. აღნიშნული მასალების წარდგენიდან 20 დღის შემდეგ საქმიანობის განმახორციელებელი უფლებამოსილია განახორციელოს სპეციალური ჭრები ან/და მიწის სამუშაოები, ხოლო „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ველური მცენარეების ან მათი ნაწილების ბუნებრივი გარემოდან ამოღებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს ამ პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანო, შესაბამისი ინფორმაციის წარდგენიდან 20 სამუშაო დღეში. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სპეციალური მიზნით ტყითსარგებლობის წერილობითი ხელშეკრულება არ იდება;“. 2. „ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ზ1 ქვეპუნქტი „ზ1) ამ პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, სპეციალური ჭრები ხორციელდება ტყეკაფის გამოყოფის და გახსნის გარეშე. ტყეკაფის აღრიცხვის მასალებისა და ჩატარებული ჭრების სისწორეზე პასუხისმგებელია სპეციალური ჭრების განმახორციელებელი პირი;“. 3. „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) გამონაკლის შემთხვევაში, ელექტროგადამცემ ხაზზე საავარიო-აღდგენითი სამუშაოების განხორციელებისას, როდესაც გადაუდებელია ამ მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ან/და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სამუშაოების წარმოება, სპეციალური ჭრა ან/და მიწის სამუშაოები სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე (გარდა დაცული ტერიტორიების იმ კატეგორიებისა და ზონებისა, სადაც კანონმდებლობით აკრძალულია ტყითსარგებლობა) დასაშვებია წინასწარი შეტყობინების გარეშე. სპეციალური ჭრის შედეგად მოჭრილი ხე-ტყის გადაცემა ხორციელდება „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-12 მუხლის მე-5-61 პუნქტებით დადგენილი წესით.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები