დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
„მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 ნოემბრის №359 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 320 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 11/07/2016 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/07/2016 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2017 |
სარეგისტრაციო კოდი | 470030000.10.003.019385 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (14/07/2016 - 03/11/2016)
|
„მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 ნოემბრის №359 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 ნოემბრის №359 დადგენილებაში (სსმ; №155; 29/11/2010) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის“:
1. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ“ ქვეპუნქტი: „ნ) ლაბორატორია (ლაბორატორიული სერვისის მიმწოდებელი, რომელიც ახორციელებს ადამიანის ბიოლოგიური მასალის ლაბორატორიულ დიაგნოსტიკას).“. 2. მე-13 მუხლით განსაზღვრული ცხრილის IX პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის X პუნქტი: „
[1] მიმწოდებლებს, რომლებიც ახორციელებენ მხოლოდ ბიოლოგიური მასალის ნიმუშების აღებას/ჩაბარებას სხვა დაწესებულებაში (მათ შორის, ქვეყნის გარეთ), გამოსაკვლევად გაგზავნის მიზნით, მოეთხოვებათ მხოლოდ ამ პუნქტით (X) დადგენილი პირობების დაკმაყოფილება (X1, X2, X3, X4 და X5 პუქტებით განსაზღვრული მოთხოვნების გარეშე). [2] X1, X2, X3, X4 და X5 პუნქტებით განსაზღვრული სერვისის მიწოდების შემთხვევაში, მოეთხოვებათ როგორც X, ასევე შესაბამისი პუნქტით (X1, X2, X3, X4 და X5) განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილება. [3] იზოლირებული - ცალკე სათავსი ან განცალკევებული, იზოლირებული ფართობი, რომელიც შემოსაზღვრულია სრული სტაციონარული ტიპის ტიხრ(ებ)ით. [4] სივრცობრივი ზონირება არ ნიშნავს იზოლირებას.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან. |
|
დოკუმენტის კომენტარები