საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ შესყიდვის სპეციალური წესების გამოყენებაზე თანხმობის მიცემის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 1282
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 01/07/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/07/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.021740
  • Word
1282
01/07/2016
ვებგვერდი, 14/07/2016
000000000.00.003.021740
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ შესყიდვის სპეციალური წესების გამოყენებაზე თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1282

2016 წლის 1 ივლისი

 ქ. თბილისი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ შესყიდვის სპეციალური წესების გამოყენებაზე  თანხმობის მიცემის შესახებ

1. ცნობად იქნეს მიღებული, რომ „პროექტის – „ხულო-ზარზმის გზის რეაბილიტაცია (ლოტი 1: ხულო-გოდერძის მონაკვეთი)“ განხორციელების დაფინანსების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 27 მაისის №963 განკარგულების თანახმად, არაბთა ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები, სასესხო ხელშეკრულების ტექსტის მიღების მიზნით.

2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მიეცეს თანხმობა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული სასესხო ხელშეკრულების ფარგლებში შესყიდვების განხორციელებისას გამოიყენოს არაბთა ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდის შესყიდვების პროცედურები.

პრემიერ-მინისტრი                                                                           გიორგი კვირიკაშვილი