დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და EPTISA Servicios de Ingenieria, S.L.-ს (ესპანეთი) შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1281 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 01/07/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/07/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.021739 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1281
2016 წლის 1 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და EPTISA Servicios de Ingenieria, S.L.-ს (ესპანეთი) შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების თაობაზე
„უცხოელი კონტრაჰენტების მონაწილეობით ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 11 მაისის №139 დადგენილების პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოწონებულ იქნეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და EPTISA Servicios de Ingenieria, S.L.-ს (ესპანეთი) შორის გასაფორმებელი საკონსულტაციო მომსახურების ხელშეკრულება (ახმეტა-თელავი-ბაკურციხის შიდასახელმწიფოებრივი გზის მონაკვეთებზე ბაკურციხე-გურჯაანის ახალი შემოვლითი გზის სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობის (პროექტირება-მშენებლობის კონტრაქტის მეთოდოლოგიის გამოყენებით) მომსახურების შესყიდვა).
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები