დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „კასპის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 20 ნოემბრის №35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 19 |
| დოკუმენტის მიმღები | კასპის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 11/07/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/07/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.149.016291 |
|
„კასპის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 20 ნოემბრის №35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„კასპის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 20 ნოემბრის №35 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 20/11/2015; 190020020.35.149.016267) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები: ა) დადგენილების 1-ლი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
ბ) დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობების, გადასახდელების და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
გ) დადგენილების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 3. კასპის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 12265,2 ათასი ლარის ოდენობით:
დ) დადგენილების მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 5. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 8279,1 ათასი ლარის ოდენობით:
ე) დადგენილების მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 7. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 7510,0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ვ) დადგენილების მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 8. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 7364,3 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: ა) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 7464,3 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ბ) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 100,0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
ზ) დადგენილების მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 9. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
თ) დადგენილების მე–16 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ა) საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული რეაბილიტირებული გზების მდგომარეობის შენარჩუნება; ქალაქის დაზიანებული გზების ორმოული შეკეთება, ქუჩების მოვლა ზამთრის სეზონზე. პროგრამის ფარგლებში სამუშაოები შესრულდება: მდინარე თეძამზე, სოფელ თეძმისხევის და ახალსოფლის დამაკავშირებელი სამანქანე და საფეხმავლო ხიდი, ქალაქ კასში აღმაშენებლის ქუჩაზე ,,წყალსაქაჩთან“ მდებარე ხიდის, დადიანის ქუჩის სრული რეაბილიტაციის სამუშაოები. ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის სამუშაოები: კასპში, კოსტავასქუჩაზე ყოფილი რუკის ტერიტორიიდან იგოეთი-კასპი-ახალქალაქის შიდასახელმწიფოებრივი გზის გადაკვეთამდე საავტომობილო გზის მონაკვეთის რეაბილიტაციის; კასპში მრავალსართულიანი მრავალბინიანი საცხოვრებელ კორპუსებთან მისასვლელი კვარტალური ეზოების მოწყობა-რეაბილიტაცია; ქალაქ კასპში შარიფაშვილის, ყაზბეგის, წერეთელის, წულუკიძის, სააკაძის და ჭავჭავაძის გადამკვეთი ქუჩების, პაატას, კოჯრის, გრიშაშვილის და თავისუფლების ქუჩების მოწყობა-მოასფალტება; სოფლების გზების მოასფალტება: ქვემო ხანდაკის, ავტომაგისტრალიდან სოფელ იდლეთის ცენტრამდე მისასვლელი გზის, თელადგორის, თელიანის გზის მოასფალტების II ეტაპის, თელადგორის, სოფელ აღაიანის მისასვლელი გზის, ქვემო ჭალა-ახალშენა-საკორინთლოს გზის მონაკვეთის, შუაუბნის სასირეთში მაზნიაშვილის სახლმუზეუმთან შიდა სასოფლო გზის, ხოვლეში ივ. ჯავახიშვილის სახლმუზეუმთან მისასვლელი გზის, სოფელი ფერმის თბილისი-სენაკი-ლესელიძის ჩქაროსნულ მაგისტრალთან დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია-მოასფალტების; გოსტიბე-ცხავერის, გუდალეთი-ვარჯაანის თვალადის გზების რეაბილიტაციის და სოფელ ქვემო ჭალის და გორაკას დამაკავშირებელი საფეხმავლო ხიდის მოწყობა. ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან კასპის მუნიციპალიტეტში 2016 წელს განხორციელდეს პროექტები და მისი თანადაფინანსება ადგილობრივი ბიუჯეტით: ქ. კასპში ადგილობრივი მნიშვნელობის გზის პაატას ქუჩის რეაბილიტაცია-მოასფალტება; ქ. კასპში პაატას ქუჩის გადამკვეთი ადგილობრივი მნიშვნელობის გზების: კოჯორის გრიშაშვილის, და თავისუფლების ქუჩების რეაბილიტაცია-მოასფალტება; თბილისი-სენაკი-ლესელიძის ჩქაროსნულ მაგისტრალიდან კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერმასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციის სამუშაოები. ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან კასპის მუნიციპალიტეტში სოფლების გოსტიბე-ცხავერის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის სამუშაოები, ასევე გათვალისწინებულია აღნიშნული პროექტის შესასრულებლად თანადაფინანსება ადგილობრივი ბიუჯეტით. ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება სოფელ ბარნაბიანთკარის და სასირეთის დამაკავშირებელი საფეხმავლო ხიდის რეაბილიტაციის სამუშაოები, ასევე დაგეგმილია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მთელი წლის განმავლობაში ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მოვლა შენახვის და ორმოული შეკეთების სამუშაოები. ი) დადგენილების მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: გ.ა) ბაღებისა და სკვერების მოვლა–შენახვა(პროგრამული კოდი 03 03 01) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება არსებული სკვერებისა და ბაღების მოვლა, ახალი ხეების დარგვა და გამწვანების ზოლებში ყვავილებისა და სხვა დეკორატიული მცენარეების განაშენიანება. ქვეპროგრამის ფარგლებში კასპში მოეწყობა ორი სკვერი: რკინა–ბეტონის კორპუსთან მიმდებარედ და ჭავჭავაძის და რუსთაველის ქუჩის გადაკვეთაზე არსებული მრავალსართულიანი კორპუსების ეზოში. ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია სოფელ აღაიანში არსებულ სკვერში გმირების უკვდავსაყოფად მემორიალის მოწყობის სამუშაოები. კ) დადგენილების მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი17. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით, თანდართული რედაქციით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები