დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 391 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 15/07/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/07/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140130000.22.034.016552 |
|
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 31/12/2013, სარეგისტრაციო კოდი: 140130000.22.034.016246) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 28-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1“ ქვეპუნქტი: „ვ1) სამინისტროს შესაბამისი დანაყოფისათვის მინისტრის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული მოსამსახურეთა შეფასების წესის შესაბამისად;“. 2. 34-ე მუხლის მე-6 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი: „7. კადრების განკარგულებაში მყოფი სსიპ - საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 60 წლის ან მეტი ასაკის მქონე მოსამსახურე, სამსახურის ინტერესებიდან გამომდინარე, გამოცდილების, საქმიანი თვისებებისა და პროფესიული უნარ-ჩვევების გათვალისწინებით, საკუთარი სურვილით, კურატორი მინისტრის მოადგილის დასაბუთებული წარდგინებითა და მინისტრის თანხმობით, შეიძლება დანიშნულ იქნეს სამოქალაქო პირის თანამდებობაზე 1 წლის ვადით, გარდა იმ შემთხვევისა, თუ იგი ვადაზე ადრე გათავისუფლდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლით.“. 3. 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო1“ ქვეპუნქტი: „ო1) მოსამსახურის შეფასებისას არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო, თუ სამინისტროს შესაბამისი დანაყოფისათვის დამტკიცებული მინისტრის სამართლებრივი აქტი ასეთ შემთხვევაში პირდაპირ ითვალისწინებს სამინისტროს მოსამსახურის გათავისუფლებას/მასთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას;“. 4. 49-ე მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 491 მუხლი: „მუხლი 491. გათავისუფლება მოსამსახურეთა შეფასებიდან გამომდინარე სამინისტროს მოსამსახურე გათავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან/დაითხოვება სამსახურიდან ან შეუწყდება შრომითი ურთიერთობა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფისათვის მინისტრის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული წესის შესაბამისად მოსამსახურეთა შეფასებისას მიღებული უარყოფითი შედეგის გამო.“.
|
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები