“საქართველოს ეროვნული ბანკის” კანონში დამატების შეტანის შესახებ.

  • Word
“საქართველოს ეროვნული ბანკის” კანონში დამატების შეტანის შესახებ.
დოკუმენტის ნომერი 591
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 21/02/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 9-10 (41-42/11) , 15/03/1997
ძალის დაკარგვის თარიღი 01/12/2009
სარეგისტრაციო კოდი 220.010.000.05.001.000.191
  • Word
591
21/02/1997
პარლამენტის უწყებანი, 9-10 (41-42/11) , 15/03/1997
220.010.000.05.001.000.191
“საქართველოს ეროვნული ბანკის” კანონში დამატების შეტანის შესახებ.
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„საქართველოს ეროვნული ბანკის კანონში“ დამატების შეტანის შესახებ

„საქართველოს 1997 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. საქართველოს ეროვნული ბანკის კანონის („საქართველოს პარლამენტის უწყებები“, 1994-1995 წწ., №27-30, მუხ. 642) 57-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:

„8. ეროვნულ ბანკს უფლება აქვს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ერთობლივი პროგრამის განხორციელების პერიოდში და მის ფარგლებში ამ მუხლის მე-2–მე-7 პუნქტებით დადგენილისაგან განსხვავებული პირობებით სახელმწიფო ბიუჯეტისათვის გასცეს სესხი 5 წლამდე ვადითა და წლიური 15 პროცენტამდე საპროცენტო განაკვეთით“.

2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

1997 წლის 21 თებერვალი.

№591–IIს