დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სს სამკერვალო კომპანია „იმერი“ს მორიგი კრების ჩატარების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 74/01 |
| დოკუმენტის მიმღები | სს სამკერვალო კომპანია "იმერი" |
| მიღების თარიღი | 07/07/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | განცხადება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/07/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
სს - სამკერვალო კომპანია „იმერის“ მორიგი კრების ჩატარების შესახებ
სს - სამკერვალო კომპანია „იმერის“ დირექტორი, სამეთვალყურეო საბჭოსთან ერთად, იწვევს სს-ის აქციონერებს სააქციო საზოგადოების მორიგ საერთო კრებაზე, რომელიც გაიმართება 2016 წლის 29 ივლისს ქ. ქუთაისში, ასათიანის ქ. №119-ში, 12.00 სთ-ზე.
დღის წესრიგი:
1. 2016 წლის II კვარტალის ანგარიში.
ა) კვარტალური ანგარიშის წარმოდგენა დირექტორისა და სამეთვალყურეო საბჭოს ანგარიშთან ერთად;
ბ) მოგების განაწილების შესახებ გადაწყვეტილების მიღება;
2. დირექტორის ანგარიშის დამტკიცება;
3. სამეთვალყურეო საბჭოს ანგარიშის დამტკიცება;
4. ხელფასებში ცვლილებების შეტანის შესახებ;
5. სხვადასხვა.
დღის წესრიგის საკითხების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება აქციონერებს შეუძლიათ სს „იმერის“ დირექტორატში.
სააღრიცხვო დღედ დანიშნულია 15 ივნისი.
დირექცია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები