,,ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის N08 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის N08 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 25
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 08/07/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/07/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 20/11/2017
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.172.016139
25
08/07/2016
ვებგვერდი, 15/07/2016
010250050.35.172.016139
,,ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის N08 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №25

2016 წლის 8 ივლისი

ქ. ამბროლაური

 

,,ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის №08 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

   საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ამბროლაურის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის №08 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 17/07/2014, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.172.016008) დამტკიცებულ ,,ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებაში“ შევიდეს შემდეგი ცვლილება:

   ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ა.რ“ ქვეპუნქტი:

  ,,ა.რ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში ან/და დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების (მათ შორის, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების) მიზნით ქმნის კომისიებს, რომელთა უფლებამოსილება და საქმიანოსბის წესი განისაზღვრება კანონით/უფლებამოსილების დელეგირების შესახებ ხელშეკრულებით ან/და კანონის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით“;

   ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ა.ს“ ქვეპუნქტი:

  ,,ა.ს) უფლებამოსილებას ანიჭებს ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის ერთ-ერთ თანამდებობის პირს ან/და საჯარო მოხელეს ,,სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ვალდებულების შესასრულებლად“;

   გ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-14 მუხლის მესამე ნაწილს დაემატოს ,,თ” ქვეპუნქტი და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

  ,,თ) უზრუნველყოფს ,,სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით  დაბადების რეგისტრაციის თაობაზე (თუ ბავშვი დაიბადა სამედიცინო დაწესებულების გარეთ დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობის გაცემის უფლებამოსილების მქონე პირის დახმარების გარეშე) შეტყობინების მიწოდებას და პირის გარდაცვალების ფაქტის დადასტურების შესახებ ოქმის შედგენას და გადაგზავნას, კანონით გათვალისწინებულ ვადაში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს  2016 წლის 03 ივლისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეასლან საგანელიძე