დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 აგვისტოს №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 33 |
| დოკუმენტის მიმღები | გორის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 08/07/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/07/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260010.35.148.016339 |
|
,,გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 აგვისტოს №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 აგვისტოს №3 დადგენილებაში „გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge,08/08/2014; 010260010.35.148.016217) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები :
1. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 14. გამგებლის წარმომადგენელი 1. გამგებლის წარმომადგენელი არის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელე, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი. 2. გამგებლის წარმომადგენელი თავის უფლებამოსილებას ახორციელებს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში. გამგებლის წარმომადგენლის სამოქმედო ტერიტორიას განსაზღვრავს გამგებელი. 3. გამგებლის წარმომადგენელი ანგარიშვალდებულია და მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს გამგებელი. 4. გამგებლის წარმომადგენელი: ა) გამგებელს წარუდგენს ინფორმაციას შესაბამის ტერიტორიაზე არსებული პრობლემებისა და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ; მათ შორის, წარუდგენს ინფორმაციას უნებართვო მშენებლობასთან დაკავშირებით; აგრეთვე რეაგირებს საერთო სარგებლობის საკითხებზე სამეზობლო დავებზე მხარეთა მორიგების პირველადი ღონისძიებების გასატარებლად. ბ) გამგებლის დავალებით უზრუნველყოფს სტატისტიკურ და სხვა მონაცემთა შეგროვებას; გ) უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი აქტების მოსახლეობისათვის გაცნობას; დ) გამგებლის დავალებით ორგანიზებას უწევს დასახლებაში მოსახლეობის გამოკითხვის ჩატარებას; ე) დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ადასტურებს მის სამოქმედო ტერიტორიაზ ესაქონლის ადგილწარმოშობის, აგრეთვე პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს; ვ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიის ზონებად დაყოფის, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის, დასახლებების ქუჩების, მოედნების სახელდებისა და ნუმერაციის შესახებ; ზ) „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, უზრუნველყოფს თვითმმართველი ერთეულის შესაბამის დასახლებაში პირის დაბადების შესახებ შეტყობინების და გარდაცვალების ფაქტის დადასტურების შესახებ ოქმის შედგენას, გაცემას და პირის გარდაცვალების ფაქტის შესახებ ოქმის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში გაგზავნას, იუსტიციის მინისტრის ბრანებით დამტკიცებული წესის მიხედვით; თ) გამგებლის დავალებით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს; ი) დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე გასცემს კანონით გათვალისწინებულ სხვა ცნობებს; 5. გამგებლის წარმომადგენელს აქვს ბეჭედი და შტამპი.“. 2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-14 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 14 2 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 142..სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსათვის პირის დაბადების/ გარდაცვალების შესახებ მიმართვისა და გარდაცვალების ფაქტის დადასტურების შესახებ ოქმის შედგენის, გაცემის წესი. 1. „სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე, 71ე;7ე მუხლების შემთხვევაში ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენელი საქმიანობას ახორციელებს მუნიციპალიტეტისათვის სახელმიწფოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში. 2. ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენელი ვალდებულია მიმართოს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს, თუ ბავშვი დაიბადა სამედიცინო დაწესებულების გარეთ დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობის გაცემის უფლებამოსილების მქონე პირის დახმარების გარეშე. 3. ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენელი ვალდებულია მიმართოს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს პირის გარდაცვალების რეგისტრაციის თაობაზე შეტყობინებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. 4. ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის მიერ შესადგენი ოქმის რეკვიზიტები, მისი შედგენისა და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსთვის წარდგენის წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. პირის გარდაცვალების შესახებ ოქმი არ არის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი . 5. ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის მიერ თვითმმართველი ერთეულის შესაბამის დასახლებაში, თუ პირის გარდაცვალების ფაქტის დამადასტურებელი ოქმის შედგენისას არ არსებობს საკმარისი და უტყუარი ინფორმაცია გარდაცვალების ფაქტის შესახებ და შეუძლებელია საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული ფორმის ოქმის შედგენა, იგი ვალდებულია სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს პირის გარდაცვალების ფაქტის თაობაზე აცნობოს ოქმის შედგენის გარეშე. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები