2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის და ამ არჩევნების პერიოდში გასამართი სხვა არჩევნებისათვის ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფისთვის შესაბამისი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო ვერსიის გაცემის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 38/2016
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 09/07/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/07/2016
სარეგისტრაციო კოდი 010190020.15.008.016277
38/2016
09/07/2016
ვებგვერდი, 11/07/2016
010190020.15.008.016277
2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის და ამ არჩევნების პერიოდში გასამართი სხვა არჩევნებისათვის ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფისთვის შესაბამისი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო ვერსიის გაცემის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
 
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №38/2016

2016 წლის 9 ივლისი

ქ. თბილისი

2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის და ამ არჩევნების პერიოდში გასამართი სხვა არჩევნებისათვის ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფისთვის შესაბამისი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო ვერსიის გაცემის შესახებ

   საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მე-14 მუხლის მე-3 პუნქტისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს წერილობითი თხოვნის საფუძველზე, გაეცნოს შესაბამისი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრებში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა სიის საჯარო ინფორმაციისთვის განკუთვნილ ვერსიას. 
მუხლი 2
ამ დადგენილების პირველი მუხლით განსაზღვრული ამომრჩეველთა სია (ფოტოსურათებიანი ვერსიის მოთხოვნის შემთხვევაში), საინიციატივო ჯგუფს გადაეცემა სათანადო მოცულობის მქონე ინფორმაციის ელექტრომატარებლის წარმოდგენის შემთხვევაში.
მუხლი 3
ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფისთვის მონაცემების გაცნობა და ასლის გაცემა ხდება საჯარო ინფორმაციის გაცნობისა და გაცემისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 4
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 5
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანია
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი