„კომპანია Microsoft-ის ლიცენზიების (Genuine OS Licensing და Enterprise Licensing) ზოგიერთი საბიუჯეტო ორგანიზაციისათვის მიწოდებისა და მისი ადმინისტრირების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 16 ივნისის №1235 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 1279
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 01/07/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/07/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.021726
  • Word
1279
01/07/2016
ვებგვერდი, 14/07/2016
000000000.00.003.021726
„კომპანია Microsoft-ის ლიცენზიების (Genuine OS Licensing და Enterprise Licensing) ზოგიერთი საბიუჯეტო ორგანიზაციისათვის მიწოდებისა და მისი ადმინისტრირების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 16 ივნისის №1235 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №127 9

2016 წლის 1 ივლისი

ქ. თბილისი

„კომპანია Microsoft-ის ლიცენზიების (Genuine OS Licensing და Enterprise Licensing) ზოგიერთი საბიუჯეტო ორგანიზაციისათვის მიწოდებისა და მისი ადმინისტრირების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის16 ივნისის №1235 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „კომპანია Microsoft-ის ლიცენზიების (Genuine OS Licensing და Enterprise Licensing) ზოგიერთი საბიუჯეტო ორგანიზაციისათვის მიწოდებისა და მისი ადმინისტრირების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 16 ივნისის №1235 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ, ამავე პუნქტის შესაბამისად, კომპანია Microsoft-ის ლიცენზიების შესყიდვასთან დაკავშირებით, შესაბამისი ანგარიშსწორება განხორციელდეს ეტაპობრივად, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებებით განსაზღვრული ანგარიშსწორების გრაფიკის შესაბამისად. ამასთან, საბოლოო ანგარიშსწორება უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს 2017 წლისა (გარდა ამ განკარგულების №10 დანართით განსაზღვრული საბიუჯეტო ორგანიზაციისა). ამავე განკარგულების №10 დანართით განსაზღვრულ საბიუჯეტო ორგანიზაციას საბოლოო ანგარიშსწორების ვადად განესაზღვროს არაუგვიანეს 2018 წლისა.“.

2. მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ამ განკარგულების დანართებით განსაზღვრული საბიუჯეტო ორგანიზაციებისათვის (გარდა ამ განკარგულების №10 დანართით განსაზღვრული საბიუჯეტო ორგანიზაციისა), ამავე დანართებში მითითებული ოდენობის შესაბამისად, კომპანია Microsoft-ის ლიცენზიების მიწოდება 3 (სამი) ეტაპად, ხოლო ამ განკარგულების №10 დანართით განსაზღვრული საბიუჯეტო ორგანიზაციისათვის კი 2 (ორი) ეტაპად, ამავე დანართში მითითებული ოდენობის შესაბამისად;“.

3. დანართი №10 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

პრემიერ-მინისტრი                                გიორგი კვირიკაშვილი