სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის შპს „მილერ გრუპისათვის“ იჯარის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემისა და „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების შპს „მილერ გრუპისათვის“ იჯარის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 25 თებერვლის №323 განკარგულების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 1260
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 01/07/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/07/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.021707
  • Word
1260
01/07/2016
ვებგვერდი, 14/07/2016
000000000.00.003.021707
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის შპს „მილერ გრუპისათვის“ იჯარის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემისა და „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების შპს „მილერ გრუპისათვის“ იჯარის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 25 თებერვლის №323 განკარგულების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №12 60

2016 წლის 1 ივლისი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის შპს „მილერ გრუპისათვის“ იჯარის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემისა და „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების შპს „მილერ გრუპისათვის“ იჯარის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ“საქართველოს მთავრობის 2016 წლის 25 თებერვლის323 განკარგულების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, რომ შპს „მილერ გრუპს“ (ს/: 405076233) იჯარის უფლებით გადასცეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ონის მუნიციპალიტეტში, სოფელ ფარახეთში მდებარე 72.0646 ჰა სასოფლო-სამეურნეო (სათიბი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი(მიწის(უძრავი ნივთის) საკადასტრო კოდი:88.05.23.050) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 25(ოცდახუთი) წლის ვადით, წლიური საიჯარო ქირით 1080 (ერთი ათას ოთხმოცი) ლარად.

   2. ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებული უძრავი ნივთის იჯარის უფლებით გადაცემის პირობებად განისაზღვროს:

   ა) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 24 (ოცდაოთხი) თვის ვადაში, პირადად ან/და მესამე პირ(ებ)ის მეშვეობით:

   ა.ა) ონის მუნიციპალიტეტში, სოფელ ფარახეთში მდებარე 6506 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (მიწის(უძრავი ნივთის) საკადასტრო კოდი:88.10.25.006) არანაკლებ 60 (სამოცი) სულ მსხვილფეხა რქოსან პირუტყვზე გათვლილი ფერმ(ებ)ის მშენებლობა და მოწყობა;

   ა.ბ) ამ პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მიზნით, არანაკლებ 90 000 (ოთხმოცდაათი ათასი) ლარის ინვესტიციის განხორციელება;

   ბ) ყოველი წლის დეკემბრის თვეში, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გადაცემული ქონების შესახებ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის ინფორმაციის წარდგენა ამ განკარგულების დანართის შესაბამისად.

3. ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად (მათ შორის, ამ ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობისათვის შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის უზრუნველსაყოფად), შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე, შპს „მილერ გრუპმა“წარადგინოს ამავე პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინვესტიციის არანაკლებ 10%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადაც ამავე ვალდებულების შესრულების ვადას უნდა აღემატებოდეს არანაკლებ     4 (ოთხი) თვით.

4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ამ განკარგულების გამოცემისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების შპს „მილერ გრუპისათვის“ იჯარის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ“საქართველოს მთავრობის 2016 წლის 25 თებერვლის 323 განკარგულება.

5. ამ განკარგულების შესრულების მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ–სახელმწიფოქონებისეროვნულმასააგენტომ უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.

პრემიერ-მინისტრი                გიორგი კვირიკაშვილი