კალათბურთში ევროპის 2016 წლის 18-წლამდელ ქალთა ჩემპიონატში კოსოვოს დელეგაციის მონაწილეობასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ქმედებების შესახებ

  • Word
კალათბურთში ევროპის 2016 წლის 18-წლამდელ ქალთა ჩემპიონატში კოსოვოს დელეგაციის მონაწილეობასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ქმედებების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1254
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 01/07/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/07/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.021701
  • Word
1254
01/07/2016
ვებგვერდი, 13/07/2016
000000000.00.003.021701
კალათბურთში ევროპის 2016 წლის 18-წლამდელ ქალთა ჩემპიონატში კოსოვოს დელეგაციის მონაწილეობასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ქმედებების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

 განკარგულება №1254

2016 წლის 1 ივლისი

ქ. თბილისი

კალათბურთში ევროპის 2016 წლის 18-წლამდელ ქალთა ჩემპიონატში კოსოვოს დელეგაციის მონაწილეობასთან დაკავშირებით განსახორციელებელი  ქმედებების შესახებ

1. „იმ ქვეყნების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომელთა მოქალაქეებსაც შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა“  საქართველოს მთავრობის 2015 წლის 5 ივნისის №255 დადგენილების დანართის მე-4 შენიშვნის თანახმად, კალათბურთში ევროპის 2016 წლის 18-წლამდელ ქალთა ჩემპიონატში (ქ. თბილისი, 2016 წლის 8-13 ივლისი) მონაწილეობასთან დაკავშირებით, 2016 წლის 7-14 ივლისის პერიოდში საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და ყოფნის უფლება მიეცეთ  აღნიშნული ჩემპიონატის მონაწილე კოსოვოს  დელეგაციის წევრებს (სპორტსმენები, მწვრთნელები, დამხმარე პერსონალი, ოფიციალური თანმხლები პირები).

2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყოს შესაბამისი პროცედურების განხორციელება, ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებულ პირთა საქართველოს ტერიტორიაზე  შემოსვლის მიზნით, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ წარდგენილი სიის შესაბამისად.

3. ცნობად იქნეს მიღებული, რომ ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებულ პირთა საქართველოს ტერიტორიაზე  შემოსვლა და მათი  კალათბურთში ევროპის 2016 წლის 18-წლამდელ ქალთა ჩემპიონატში მონაწილეობა არ ნიშნავს საქართველოს მხრიდან კოსოვოს  რაიმე ფორმით აღიარებას.

პრემიერ-მინისტრი                                                               გიორგი  კვირიკაშვილი