„ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 აგვისტოს №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 აგვისტოს №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 9
დოკუმენტის მიმღები ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 08/07/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/07/2016
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.142.016141
9
08/07/2016
ვებგვერდი, 13/07/2016
010260020.35.142.016141
„ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 აგვისტოს №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი
 

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №9

2016 წლის 8 ივლისი

ქ. ნინოწმინდა

 

„ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 აგვისტოს №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის  შესაბამისად  ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 აგვისტოს №21 დადგენილებით დამტკიცებულ დანართში: (ვებგვერდი, www.matsne.gov.ge, 15/08/2014, სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.142.016090)  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დებულების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის ,,ი“ ქვეპუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ი) დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ადასტურებს:

ი.ა) მის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული საქონლისა და ხემცენარეების ადგილწარმოშობას (გარდა ისეთი ხემცენარეებისა, რომლებიც შეტანილია წითელ წიგნსა და წითელ ნუსხაში);

ი.ბ) პირის კონკრეტულ მისამართზე ცხოვრების ფაქტს;

ი.გ) ოჯახის ფაქტობრივ შემადგენლობას;

ი.დ) გამგებლის თანხმობის შემთხვევაში, ადასტურებს /არ ადასტურებს მიწის ნაკვეთის ურთიერთშესაბამისობას საკადასტრო აზომვით ნახაზებთან;“.

2.დებულების მე-15 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ნ“ ქვეპუნქტი:

,,ნ) იმ შემთხვევაში, თუ გამგებლის წარმომადგენლის სამოქმედო ტერიტორიაზე ბავშვი დაიბადება სამედიცინო დაწესებულების გარეთ, დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობის გაცემის უფლებამოსილების მქონე პირის დახმარების გარეშე, გამგებლის წარმომადგენელს ეკისრება მიმართვის ვალდებულება დაბადების რეგისტრაციის თაობაზე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსთვის, აღნიშნულის შეტყობინებიდან 1 თვის ვადაში; “.

3.დებულების მე-15 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ო“ ქვეპუნქტი:

,,ო) გამგებლის წარმომადგენლის სამოქმედო ტერიტორიაზე პირის გარდაცვალების შემთხვევაში, შეტყობიდან 5 სამუშაო დღის ვადაში წარმომადგენლს ეკისრება მიმართვის ვალდებულება, პირის გარდაცვალების რეგისტრაციის თაობაზე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსთვის, რის თაობაზეც ადგენს ოქმს, რომლის შედგენისა და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსთვის წარდგენის წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით; “.

4.დებულების მე-15 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,პ“ ქვეპუნქტი:

,,პ) თუ გამგებლის წარმომადგენელს არ აქვს საკმარისი და უტყუარი ინფორმაცია პირის გარდაცვალების ფაქტის შესახებ და შეუძლებელია საქართველოს იუსტიცის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული ფორმის ოქმის შედგენა, იგი ვალდებულია სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს ოქმის შედგენის გარეშე შეატყობინოს პირის გარდაცვალების ფაქტის თაობაზე.“.

მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარესუმბატ კიურეღიანი