„ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 აგვისტოს №35 დადგენილებაში ცვლილებების შესახებ

„ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 აგვისტოს №35 დადგენილებაში ცვლილებების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 14
დოკუმენტის მიმღები ზესტაფონის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 07/07/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/07/2016
სარეგისტრაციო კოდი 010260050.35.127.016210
14
07/07/2016
ვებგვერდი, 13/07/2016
010260050.35.127.016210
„ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 აგვისტოს №35 დადგენილებაში ცვლილებების შესახებ
ზესტაფონის მუნიციპალიტეტი
 

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №14

2016 წლის 7 ივლისი

ქ. ზესტაფონი     

 

,,ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 აგვისტოს №35 დადგენილებაში ცვლილებების შესახებ

,,ნორმატიული აქტის შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,  ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
1. შევიდეს ცვლილებები „ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“  ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის      21 აგვისტოს  №35 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 27/08/2014წ.; სარეგისტრაციო კოდი: 010260050.35.127.016135) და №1 დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1.   მე-3 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,კ“ ქვეპუნქტი:

,,კ) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად, ადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს წესდებით განსაზღვრული მომსახურების ტერიტორიის ფარგლებში. უფლებამოსილების ჯეროვნად განხორციელების მიზნით ვალდებულია, მის დაქვემდებარებაში მყოფი სტრუქტურული ერთეულიდან გამოყოს უფლებამოსილი პირები“.

2. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,271“ პუნქტი:

„271) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 513, 533, 552, 553, 103, 1074, 1191, 145, 1461, 148-ე, 150, 1501, 151, 152, 1522, 1534 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე მოახდინოს რეაგირება და შეადგინოს შესაბამისი ოქმი.

შენიშვნა: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება, სანქციის შეფარდება და, შესაბამისად, ოქმის გამოყენება/აღრიცხვა/ანგარიშგება ხორციელდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 ივლისის №16 დადგენილებით გათვალისწინებული წესებით“.

მუხლი 2
კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებელს.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით მაღრაძე