მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ

  • Word
მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1251
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 01/07/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/07/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.021697
  • Word
1251
01/07/2016
ვებგვერდი, 13/07/2016
000000000.00.003.021697
მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

 განკარგულება №1251

2016 წლის 1 ივლისი

. თბილისი

მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ

1. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 6 ივნისის №249 დადგენილების საფუძველზე და საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის №172 დადგენილებით შექმნილი საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის 2016 წლის 7 ივნისს მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შე­სა­ხებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებუ­ლი მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან, ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს გამოუყოს   9 999 792 (ცხრა მილიონ ცხრაას ოთხმოცდაცხრამეტი ათას შვიდას ოთხმოცდათორმეტი) ლარი, მათ შორის:

1.1. საჩხერის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 474 985 (ოთხას სამოცდათოთხმეტი ათას ცხრაას ოთხმოცდახუთი) ლარი №1 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.2. ჭიათურის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 475 000 (ოთხას სამოცდათხუთმეტი ათასი) ლარი №2 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.3. ახმეტის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 699 500 (ექვსას ოთხმოცდაცხრამეტი ათას ხუთასი) ლარი №3 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.4. ყაზბეგის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 411 737 (ოთხას თერთმეტი ათას შვიდას ოცდაჩვიდმეტი) ლარი №4 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.5. თიანეთის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 410 326 (ოთხას ათი ათას სამას ოცდაექვსი) ლარი №5 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.6. დუშეთის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 570 000 (ხუთას სამოცდაათი ათასი) ლარი №6 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.7. ამბროლაურის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 378 737 (სამას სამოცდათვრამეტი ათას შვიდას ოცდაჩვიდმეტი) ლარი №7 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.8. ლენტეხის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 386 251 (სამას ოთხმოცდაექვსი ათას ორას ორმოცდათერთმეტი) ლარი №8 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.9. ონის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 851 736 (რვაას ორმოცდათერთმეტი ათას შვიდას ოცდათექვსმეტი) ლარი №9 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.10. ცაგერის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 487 288 (ოთხას ოთხმოცდაშვიდი ათას ორას ოთხმოცდარვა) ლარი №10 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.11. მესტიის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 575 725 (ხუთას სამოცდათხუთმეტი ათას შვიდას ოცდახუთი) ლარი №11 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.12. ადიგენის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 511 872 (ხუთას თერთმეტი ათას რვაას სამოცდათორმეტი) ლარი №12 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.13. ასპინძის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 570 329 (ხუთას სამოცდაათი ათას სამას ოცდაცხრა) ლარი №13 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.14. ახალქალაქის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 491 072 (ოთხას ოთხმოცდათერთმეტი ათას სამოცდათორმეტი) ლარი №14 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.15. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 413 342 (ოთხას ცამეტი ათას სამას ორმოცდაორი) ლარი №15 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.16. დმანისის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 494 000 (ოთხას ოთხმოცდათოთხმეტი ათასი) ლარი №16 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.17. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 570 000 (ხუთას სამოცდაათი ათასი) ლარი №17 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.18. წალკის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 380 000 (სამას ოთხმოცი ათასი) ლარი №18 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.19. ხაშურის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 247 892 (ორას ორმოცდაშვიდი ათას რვაას ოთხმოცდათორმეტი) ლარი №19 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.20. კასპის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 600 000 (ექვსასი ათასი) ლარი №20 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

2. მუნიციპალიტეტი ვალდებულია, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში თანადაფინანსებისათვის გაითვალისწინოს შესაბამისი სახსრები საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 თებერვლის №23 დადგენილების 31 მუხლის შესაბამისად.

3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ამ განკარგულების საფუძველზე თანხების გადარიცხვა განახორციელოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების მიერ სახელმწიფო შესყიდვებზე გაფორმებული ხელშეკრულებების შესაბამისად.

პრემიერ-მინისტრი                                         გიორგი კვირიკაშვილი