დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შპს „ჩესის“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან გათავისუფლების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1244 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 30/06/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/07/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.021690 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1244
2016 წლის 30 ივნისი
ქ. თბილისი
შპს „ჩესის“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან გათავისუფლების შესახებ
1. „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 74 მუხლის მე-4-მე-7 პუნქტების საფუძველზე, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, ყვარლის მუნიციპალიტეტში, მდინარე ბურსას კალაპოტში ჭარბი ინერტული ნატანის აკუმულირების უბნიდან ჭარბი ინერტული მასალის ამოღების მიზნით, შპს „ჩესი“ (ს/კ: 441555808) გათავისუფლდეს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან 3 თვის ვადით და მიეცეს უფლება, მდინარე ბურსის კალაპოტში მოიპოვოს 5 100 მ3 ქვიშა-ხრეში, შემდეგი X და Y კოორდინატების საზღვრებში:
| № | X | Y |
| 1 | 568318 | 4641990 |
| 2 | 568354 | 4641990 |
| 3 | 568352 | 4641940 |
| 4 | 568318 | 4641942 |
| S= 0,17 ჰა | ||
| WGS 1984. | ||
2. შპს „ჩესი“ ვალდებულია:
ა) უზრუნველყოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ - გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაბამისი დასკვნით (გეოსაინფორმაციო პაკეტი) განსაზღვრული პირობების შესრულება;
ბ) უზრუნველყოს ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის გადახდა, „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ოდენობით;
გ) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ვადის გასვლიდან 2 კვირის ვადაში, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში წარადგინოს ინფორმაცია, მოპოვებული ბუნებრივი რესურსის ოდენობის შესახებ.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები