ქობულეთის მუნიციპალიტეტისათვის სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობისას წითელი ნუსხით დაცული სახეობების გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ

  • Word
ქობულეთის მუნიციპალიტეტისათვის სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობისას წითელი ნუსხით დაცული სახეობების გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1243
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/06/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/07/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.021689
  • Word
1243
30/06/2016
ვებგვერდი, 13/07/2016
000000000.00.003.021689
ქობულეთის მუნიციპალიტეტისათვის სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობისას წითელი ნუსხით დაცული სახეობების გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

 განკარგულება №1243

2016 წლის 30 ივნისი

ქ. თბილისი

ქობულეთის მუნიციპალიტეტისათვის სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობისას წითელი ნუსხით დაცული სახეობების გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ

1. „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, ამავე მუხლის 2 3 პუნქტისა და „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 მაისის №213 დადგენილების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩაისუბანში წყალსადენი სისტემის სათავე ნაგებობისა და რეზერვუარის მოწყობის მიზნით, ქობულეთის მუნიციპალიტეტს (ს/კ: 247001890) მიეცეს უფლება,   კანონმდებლობით დადგენილი წესით, ბუნებრივი გარემოდან ამოიღოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ - დაცული ტერიტორიების  სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული  მტირალას ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონაში  არსებულ 648  კვ.მ  მიწის ფართობზე (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი:  №20.52.05.001)  მდებარე,  საქართველოს „წითელ ნუსხაში“  შეტანილი მცენარის,  ჩვეულებრივი წაბლის (Castanea sativa Mill.)  4 (ოთხი) ინდივიდი.

2. ქობულეთის მუნიციპალიტეტი ვალდებულია, ბუნებრივი გარემოდან ამოღებული მერქნული რესურსი დაასაწყობოს სსიპ -  აჭარის სატყეო სააგენტოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე და გადასცეს მას მიღება-ჩაბარების აქტით.

3. ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული, საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე კონტროლი განახორციელოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ - დაცული ტერიტორიების  სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულმა მტირალას ეროვნული პარკის ადმინისტრაციამ.

პრემიერ-მინისტრი                                                                გიორგი კვირიკაშვილი