ქობულეთის მუნიციპალიტეტისათვის სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობისას წითელი ნუსხით დაცული სახეობების გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ

  • Word
ქობულეთის მუნიციპალიტეტისათვის სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობისას წითელი ნუსხით დაცული სახეობების გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1243
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/06/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/07/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.021689
  • Word
1243
30/06/2016
ვებგვერდი, 13/07/2016
000000000.00.003.021689
ქობულეთის მუნიციპალიტეტისათვის სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობისას წითელი ნუსხით დაცული სახეობების გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

 განკარგულება №1243

2016 წლის 30 ივნისი

ქ. თბილისი

ქობულეთის მუნიციპალიტეტისათვის სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობისას წითელი ნუსხით დაცული სახეობების გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ

1. „საქართველოსწითელი ნუსხისადაწითელი წიგნისშესახებსაქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტის, ამავე მუხლის 2 3 პუნქტისა და „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 მაისის №213 დადგენილების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩაისუბანში წყალსადენი სისტემის სათავე ნაგებობისა და რეზერვუარის მოწყობის მიზნით, ქობულეთის მუნიციპალიტეტს (ს/კ: 247001890) მიეცეს უფლება,   კანონმდებლობით დადგენილი წესით, ბუნებრივი გარემოდან ამოიღოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ - დაცული ტერიტორიების  სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული  მტირალას ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონაში  არსებულ 648  კვ.მ  მიწის ფართობზე (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი:  №20.52.05.001)  მდებარე,  საქართველოს „წითელ ნუსხაში“  შეტანილი მცენარის,  ჩვეულებრივი წაბლის (Castanea sativa Mill.)  4 (ოთხი) ინდივიდი.

2. ქობულეთის მუნიციპალიტეტი ვალდებულია, ბუნებრივი გარემოდან ამოღებული მერქნული რესურსი დაასაწყობოს სსიპ -  აჭარის სატყეო სააგენტოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე და გადასცეს მას მიღება-ჩაბარების აქტით.

3. ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული, საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე კონტროლი განახორციელოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ - დაცული ტერიტორიების  სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულმა მტირალას ეროვნული პარკის ადმინისტრაციამ.

პრემიერ-მინისტრი                                                                გიორგი კვირიკაშვილი