„საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგებისათვის საჭირო ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 25 თებერვლის №303 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგებისათვის საჭირო ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 25 თებერვლის №303 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1242
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/06/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/07/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.021688
  • Word
1242
30/06/2016
ვებგვერდი, 15/07/2016
000000000.00.003.021688
„საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგებისათვის საჭირო ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 25 თებერვლის №303 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

 განკარგულება №1242

2016 წლის 30 ივნისი

ქ. თბილისი

„საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგებისათვის საჭირო ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 25 თებერვლის №303 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგებისათვის საჭირო ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 25 თებერვლის №303 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და  მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოების განხორციელების მიზნით, შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“ უზრუნველყოს, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 5 თებერვლის №153 და 2015 წლის 23 ივნისის №1325 განკარგულებების საფუძველზე, შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიისთვის“ დავალებული გაზიფიცირების პროექტების დასრულების მიზნით, ამ განკარგულების მე-3 პუნქტის შესაბამისად გამოყოფილი და მის კაპიტალში შეტანილი თანხების ფარგლებში წარმოშობილი ეკონომიის და აგრეთვე საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 დეკემბრის №2253 განკარგულებით გამოყოფილი და მის კაპიტალში შეტანილი თანხების ფარგლებში წარმოშობილი ეკონომიის გამოყენება.“.

პრემიერ-მინისტრი                                                    გიორგი კვირიკაშვილი