დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მექანიზაციის სერვის-ცენტრის მშენებლობასთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 სექტემბრის №1786 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1240 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 30/06/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/07/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.021686 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1240
2016 წლის 30 ივნისი
ქ. თბილისი
„მექანიზაციის სერვისცენტრის მშენებლობასთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 სექტემბრის №1786 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „მექანიზაციის სერვისცენტრის მშენებლობასთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 სექტემბრის №1786 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის ანგარიშზე თანხის გადარიცხვის შესახებ“ საქართვლოს მთავრობის 2013 წლის 11 იანვრის №22 განკარგულების საფუძველზე, ა(ა)იპ - სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსათვის გადარიცხული თანხიდან 1 006 977 (ერთი მილიონ ექვსი ათას ცხრაას სამოცდაჩვიდმეტი) ლარი მიიმართოს ა(ა)იპ - სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით არსებული შპს „მექანიზატორის“ სერვისცენტრის მშენებლობასთან დაკავშირებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.“.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები