დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „შპს „მექანიზატორის“ საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით გასატარებელი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ნოემბრის №2469 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1239 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 30/06/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/07/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.021685 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1239
2016 წლის 30 ივნისი
ქ. თბილისი
„შპს „მექანიზატორის“ საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით გასატარებელი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ნოემბრის №2469 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „შპს „მექანიზატორის“ საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით გასატარებელი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ნოემბრის №2469 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის გამოყოფილი ასიგნებებიდან, ა(ა)იპ - სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ 7 500 000 (შვიდი მილიონ ხუთასი ათასი) ლარი მიმართოს შპს „მექანიზატორის“ ანგარიშზე, კაპიტალის გასაზრდელად, შემდგომში შპს „მექანიზატორის“ მიერ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ტექნიკურად გამართვისათვის საჭირო ღონისძიებების დასაფინანსებლად, 2015 წელს წარმოშობილი ვალდებულებებისა და 2016 წლის ქონების გადასახადის მიმდინარე გადასახდელის დასაფარად.“.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები