სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების კოოპერატივი „რკ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი თაფლი საჩინოსათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

  • Word
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების კოოპერატივი „რკ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი თაფლი საჩინოსათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1235
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/06/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/07/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.021681
  • Word
1235
30/06/2016
ვებგვერდი, 14/07/2016
000000000.00.003.021681
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების კოოპერატივი „რკ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი თაფლი საჩინოსათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

 განკარგულება №1235

2016 წლის 30 ივნისი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების კოოპერატივი „რკ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი თაფლი საჩინოსათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქალაქ ვანში, რუსთაველის ქუჩა №22-ში მდებარე 674 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა №1 (საერთო ფართით - 205.02 კვ.მ) (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №31.01.30.108), პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 5000 (ხუთი ათასი) ლარის გადახდის სანაცვლოდ, საკუთრებაში გადაეცეს კოოპერატივ „რკ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივ თაფლ საჩინოს“ (ს/კ: 429650399).

2. საპრივატიზებო პირობებად განისაზღვროს:

ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში;

ბ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 18 (თვრამეტი) თვის ვადაში, პირადად ან/და მესამე პირების მეშვეობით:

ბ.ა) ამ განკარგულების პირველი პუნქტით გადაცემულ უძრავ ქონებაზე ან/და მის ნაწილზე, ყოველდღიურად, 4 (ოთხი) ტონა თაფლის გადამუშავების შესაძლებლობის მქონე თაფლის გადამამუშავებელი საწარმოს შექმნა (მათ შორის, ქონების რეკონსტრუქცია/რემონტი, აღჭურვა) და ფუნქციონირების დაწყება;

ბ.ბ) ამ პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების მიზნით, არანაკლებ 60 000 (სამოცი ათასი) ლარის ინვესტიციის განხორციელება;

გ) ამ პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საწარმოს ფუნქციონირების დაწყებიდან არანაკლებ 2 (ორი) წლის განმავლობაში, წარმოების პროფილის შენარჩუნება;

დ) ამ პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საწარმოს ფუნქციონირების დაწყების დღიდან, არანაკლებ 10 (ათი) ადამიანის დასაქმება არანაკლებ 2 (ორი) წლის ვადით.

 3. კოოპერატივი „რკ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი თაფლი საჩინო“ ვალდებულია, ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „ა“-„ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად (მათ შორის, ამ ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობისათვის შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის უზრუნველსაყოფად), შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე, წარადგინოს ამავე განკარგულების მე-2 პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინვესტიციის თანხის არანაკლებ 10%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის ვადაც ამავე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ვადას უნდა აღემატებოდეს არანაკლებ 4 (ოთხი) თვით.

4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.

პრემიერ-მინისტრი                                         გიორგი კვირიკაშვილი