„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის N53 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის N53 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 90
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
მიღების თარიღი 11/07/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/07/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 06/06/2019
სარეგისტრაციო კოდი 010340020.22.038.016684
90
11/07/2016
ვებგვერდი, 12/07/2016
010340020.22.038.016684
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის N53 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის

ბრძანება №90

2016 წლის 11 ივლისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის №53 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

 


„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
 

მუხლი 1
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის N53 ბრძანებაში (სსმ, 010340020.22.038.016468, 26/06/2015) შევიდეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:

1. მე-11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის1ქვეპუნქტი:

„ა1) დაწესებულებების მთავარი ექიმებისა და თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების ექიმის მიერ დაწესებულებებში და თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში კონსულტანტების მიერ განხორციელებული ვიზიტებისა და მათ მიერ ჩატარებული სამედიცინო მომსახურების შესახებ მიღებული ინფორმაციის ანალიზსა და დეპარტამენტის უფროსისათვის წარდგენას;“.

2. მე-13 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:

„51) ყოველი კვირის პირველ სამუშაო დღეს, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების მთავარი ექიმი უზრუნველყოფს, გასული კვირის განმავლობაში კონსულტანტების მიერ პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განხორციელებული ვიზიტებისა და მათ მიერ ჩატარებული სამედიცინო მომსახურების შესახებ სპეციალიზებული სამედიცინო სერვისების სამმართველოსათვის ინფორმაციის წარდგენას. ინფორმაციაში აღინიშნება პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დასახელება, კონსულტანტის სახელი, გვარი და საექიმო სპეციალობა, ბრალდებულის/მსჯავრდებულის სახელი და გვარი, კონსულტაციის თარიღი.“.

3. მე-14 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41) ყოველი კვირის პირველ სამუშაო დღეს სამკურნალო დაწესებულების მთავარი ექიმი უზრუნველყოფს გასული კვირის განმავლობაში კონსულტანტების მიერ სამკურნალო დაწესებულებაში განხორციელებული ვიზიტებისა და მათ მიერ ჩატარებული სამედიცინო მომსახურების შესახებ სპეციალიზებული სამედიცინო სერვისების სამმართველოსათვის ინფორმაციის წარდგენას. ინფორმაციაში აღინიშნება სამკურნალო დაწესებულების დასახელება, კონსულტანტის სახელი, გვარი და საექიმო სპეციალობა, ბრალდებულის/მსჯავრდებულის სახელი და გვარი, კონსულტაციის თარიღი.“.

4. მე-15 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41) ყოველი კვირის პირველ სამუშაო დღეს ცენტრის მთავარი ექიმი უზრუნველყოფს გასული კვირის განმავლობაში კონსულტანტების მიერ ცენტრში განხორციელებული ვიზიტებისა და მათ მიერ ჩატარებული სამედიცინო მომსახურების შესახებ სპეციალიზებული სამედიცინო სერვისების სამმართველოსათვის ინფორმაციის წარდგენას. ინფორმაციაში აღინიშნება ცენტრის დასახელება, კონსულტანტის სახელი, გვარი და საექიმო სპეციალობა, ბრალდებულის/მსჯავრდებულის სახელი და გვარი, კონსულტაციის თარიღი.“.

5. მე-16 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31) ყოველი კვირის პირველ სამუშაო დღეს, თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების ექიმი უზრუნველყოფს, გასული კვირის განმავლობაში კონსულტანტების მიერ თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში განხორციელებული ვიზიტებისა და მათ მიერ ჩატარებული სამედიცინო მომსახურების შესახებ სპეციალიზებული სამედიცინო სერვისების სამმართველოსათვის ინფორმაციის წარდგენას. ინფორმაციაში  აღინიშნება თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების დასახელება, კონსულტანტის სახელი, გვარი და საექიმო სპეციალობა, ბრალდებულის/მსჯავრდებულის სახელი და გვარი, კონსულტაციის თარიღი.“.

6. მე-18 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის1და2ქვეპუნქტები:

1) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, კურატორი მინისტრის მოადგილის მეშვეობით, მინისტრს წარუდგენს ინფორმაციას პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებულ ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოებში გაწეული სამედიცინო მომსახურების შესახებ;

2) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ყოველი თვის არაუგვიანეს 10 რიცხვისა, კურატორი მინისტრის მოადგილის მეშვეობით, მინისტრს წარუდგენს ინფორმაციას წინა თვის განმავლობაში პენიტენციურ დაწესებულებებში და თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში კონსულტანტების მიერ განხორციელებული ვიზიტებისა და მათ მიერ ჩატარებული სამედიცინო მომსახურების შესახებ;“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრიკახა კახიშვილი