დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შპს „ლე ხაინდრაო პროდაქშენის“ მხარდასაჭერად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ შესაბამისი ღონისძიების განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1220 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 23/06/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/07/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.021675 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1220
2016 წლის 23 ივნისი
ქ. თბილისი
შპს „ლე ხაინდრაო პროდაქშენის“ მხარდასაჭერად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ შესაბამისი ღონისძიების განხორციელების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, შპს „ლე ხაინდრაო პროდაქშენის“ მიერ მრავალსერიანი მხატვრული ფილმის „9+1“-ის გადაღების მიზნით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ განახორციელოს შპს „ლე ხაინდრაო პროდაქშენისათვის“ (ს/კ: №406070237), 1 (ერთი) თვის ვადით, სამხედრო მოსამსახურის 15 (თხუთმეტი) ცალი მოკლემკლავიანი პერანგით უზრუნველყოფა.
პრემიერ - მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები