დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ბალანსზე რიცხული მოძრავი ნივთის ა(ა)იპ - საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციისათვის გადაცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1218 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 23/06/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/07/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.021673 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1218
2016 წლის 23 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ბალანსზე რიცხული მოძრავი ნივთის ა(ა)იპ - საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციისათვის გადაცემის შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიეცეს თანხმობა, რომ ა(ა)იპ - საქართველოს ძიუდოს ეროვნულ ფედერაციას (ს/ნ: 204889282), უსასყიდლო სარგებლობის უფლებით, თხოვების ფორმით, არსებობის ვადით გადასცეს თავის ბალანსზე რიცხული 1 (ერთი) კომპლექტი ძიუდოს ტატამი (ზომა 10X10მ, სისქე - 4 სმ), 9000 (ცხრა ათასი) ლარის ღირებულებით.
2. ამ განკარგულების შესრულების უზრუნველსაყოფად, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები