საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ცენტრალური აპარატის საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების შესახებ

  • Word
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ცენტრალური აპარატის საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1217
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 23/06/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/07/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.021672
  • Word
1217
23/06/2016
ვებგვერდი, 14/07/2016
000000000.00.003.021672
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ცენტრალური აპარატის საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

 განკარგულება №1217

2016 წლის 23 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ცენტრალური აპარატის საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების შესახებ

1. „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს, რომ სამინისტროს ცენტრალური აპარატის საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები განსაზღვროს დანართის შესაბამისად.      

2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ცენტრალური აპარატის საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 დეკემბრის №2468 განკარგულება.

3. განკარგულება ძალაშია 2016 წლის 1 ივლისიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                           გიორგი კვირიკაშვილი