დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მცირემიწიან ფერმერთა 2016 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 იანვრის №52 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1210 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 23/06/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/07/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.021665 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1210
2016 წლის 23 ივნისი
ქ. თბილისი
„მცირემიწიან ფერმერთა 2016 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 იანვრის №52 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „მცირემიწიან ფერმერთა 2016 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 იანვრის №52 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულებით დამტკიცებული „მცირემიწიან ფერმერთა 2016 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის“:
1. მე- 13 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 13. შიდა ქართლის, კახეთისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში 2016 წლის მაისის სტიქიის შედეგად დაზარალებულ პირთა მიერ სასოფლო-სამეურნეო საქონლის შესყიდვის ღირებულების სუბსიდირება“.
2. მე-13 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სააგენტო განახორციელებს შიდა ქართლისა და კახეთის რეგიონებში 2016 წლის პირველი-31 მაისისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონში 17-31 მაისის სტიქიის (სეტყვის) შედეგად იმ დაზარალებულ პირთა (შემდგომში - დაზარალებული) მიერ სასოფლო-სამეურნეო საქონლის (შემდგომში - საქონელი) შესყიდვის ღირებულების სუბსიდირებას, რომელთაც საკუთრებაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში გააჩნიათ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რაც მუშავდებოდა დაზარალებულის მიერ მრავალწლიანი კულტურების მოსაყვანად.“.
3. მე-13 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. სააგენტო განახორციელებს შიდა ქართლისა და კახეთის რეგიონებში 2016 წლის პირველი-31 მაისისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონში 17-31 მაისის სტიქიის (სეტყვის) შედეგად დაზარალებულ პირთა მიერ საქონლის შესყიდვის ღირებულების სუბსიდირებას 2016 წლის 31 ივლისის ჩათვლით. იმ შემთხვევაში, თუ 2016 წლის პირველი აგვისტოს მდგომარეობით სუბსიდიის თანხა (ქულა) არ იქნება გამოყენებული დაზარალებულის მიერ, ავტომატურად მოხდება აღნიშნული აუთვისებელი თანხის ანულირება.“.
პრემიერ - მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები