შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

  • Word
შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1209
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 23/06/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/07/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.021664
  • Word
1209
23/06/2016
ვებგვერდი, 15/07/2016
000000000.00.003.021664
შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1209

2016 წლის 23 ივნისი

ქ. თბილისი

შპსსაქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისმიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის 31 პუნქტის საფუძველზე, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“ (შემდგომში - კომპანია) განახორციელოს ონის მუნიციპალიტეტში ქალაქ ონის წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით, „ჟიჟორეთის“ სათავო ნაგებობაზე ჰორიზონტალური წყალმიმღების მშენებლობისა და საფილტრი სადგურისათვის კოაგულაციის (ალუმინის სულფატის) სისტემის მოსაწყობად, სამშენებლო სამუშაოებისა და მასთან დაკავშირებული მომსახურების შესყიდვა, გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით.

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსების მიზნით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ (შემდგომში - სამინისტრო) უზრუნველყოს, „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, სამინისტროსათვის განსაზღვრული „რეგიონებში ინფრასტრუქტურული პროექტების მხარდაჭერის ღონისძიებები“ ქვეპროგრამით (პროგრამული კოდი: 25 04 07) გათვალისწინებული ასიგნებებიდან 638 000 (ექვსას ოცდათვრამეტი ათასი) ლარის კომპანიისათვის გადარიცხვა და მისი კაპიტალის გაზრდა გადარიცხული თანხის ოდენობით.

3. კომპანიამ უზრუნველყოს სამინისტროსათვის ინფორმაციის მიწოდება ამ განკარგულების მე-2 პუნქტის საფუძველზე გადარიცხული თანხის ხარჯვის თაობაზე ან სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად.

პრემიერ - მინისტრი   გიორგი კვირიკაშვილი